EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

17/06/14 სამტრედიამ ბრინჯაო თითქმის გაინაღდა

საქართველოს ჩემპიონატზე სამტრედიის გუნდმა დღეს პრინციპულ თამაშში 41:33 დაამარცხა იმედი და ძალიან ახლოა ბრინჯაოს მედალთან. დარჩენილ ორ ტურში იმედი მესამე ადგილზე ერთადერთ შემთხვევაში გადავა – თუ მოიგებს ორივე მატჩს და სამტრედიელები ორივეს წააგებენ. თანაბარ ქულებზე უპირატესობა მწვრთნელ გოგი ხელისუფალის გუნდს აქვს – სამტრედიამ სამიდან 2 მატჩი მოუგო იმედს.

სამტრედიელები თავიდანვე სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ. ერთი ხანობა ანგარიში 17:9 იყო, მაგრამ ტაიმის ბოლოს ომარ ალანიას სწრაფი გარღვევების შემდეგ იმედმა სხვაობა შეამცირა – 14:18. შესვენების შემდეგ მწვრთნელმა მერაბ მეტრეველმა მარჯვენა კუთხეში გადაიყვანა ინსაიდი რობერტ ბეჟანიშვილი, რომლის რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ სხვაობა 2 ბურთამდე შემცირდა.

თამაშის ბოლო მონაკვეთი სამტრედიამ უკეთ ჩაატარა და ნიკურაძის, ხაჟომიას, თევზაძის, წითელიშვილის, ზურაბიანისა და ღაღანიძის გოლების წყალობით რვაბურთიანი უპირატესობა აღადგინა – 41:33.

საქაართველოს ჩემპიონატი 19 მაისს დასრულდება.

ეროვნული ჩემპიონატი 2013-14. ბოლო ტური, გლდანი

17 ივნისი

იმედი – სამტრედია 41:33

სამ: ხონელიძე – გ. ნიკურაძე 10, ხაჟომია 9, თევზაძე 7, წითელიშვილი 6, ღაღანიძე 3, ზურაბიანი 3, ჟვანია 2, ელგანდაშვილი 1, ხვიჩია, ცხვარაძე

იმ: მღებრიშვილი, ხარაიშვილი – ალანია 9, ჩიკვილაძე 6, გ. იობაშვილი 6, ბეჟანიშვილი 5, გ. გიორგაძე 3, აბაშიძე 2, მძელური 2, ბაინაზიშვილი, თაბაგარი, დვალიძე

მსაჯები: რატი მსხვილიძე, აკაკი ტალახაძე

ბათუმი – თელავი 28:22

ბათ: სამყურაშვილი – გამზარდია 8, წივწივაძე 6, ი. ნარსია 3, ქარდავა 3, ყაველაშვილი 3, გოგიჩაიშვილი 2, ჯორბენაძე 1, ვინოგრადსკი 1, ქადაგიძე 1, ჭელიძე, ჭანტურია, მაისურაძე, ვარშანიძე, წიტაიშვილი

თელ: ა. სამიტაშვილი , ლილუაშვილი – მაისაშვილი 6, ჯ. ნიკურაძე 5, მღებრიშვილი 3, ცისკარიშვილი 3, ყორიაული 3, გიგაური 2, გ. კობახიძე, გიორგელაშვილი, ანდრიაშვილი, ნ. სვიმონიშვილი, დიდებაშვილი

ქუთაისი – პეგასი 14:29

ქუთ: ვათიაშვილი, კუპატაძე – ახალაძე 4, ჩიხლაძე 4, ტარუაშვილი 2, მერკვილაძე 1, ბახტურიძე 1, ლომიძე 1, კაპანაძე 1, ჯუღელი, უ. კობახიძე, ბ. გიორგაძე, ტუღუში

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 6, დემეტრაშვილი 6, დიხამინჯია 6, კოხრეიძე 4, აბჟანდაძე 3, ბაძაღუა 3, სახვაძე 1, ოსიყმაშვილი, ქუთათელაძე

სტუ – ჭაბუკთა ნაკრები 48:39

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე – გრიშიკაშვილი 13, გოგოლაძე 8, სურმავა 7, ბერძენიშვილი 6, ამირანაშვილი 3, აბრამიშვილი 3, გოგალაძე 3, სიმონია 2, ორჯონიკიძე 1, სტურუა 1, ლ. არსენაშვილი 1, გვაზავა

ჭაბ: ხანდოლიშვილი, მამულაშვილი – ბულბულაშვილი 9, კბილაშვილი 5, დოლმაზაშვილი 4, ე. არსენაშვილი 4, დანელიშვილი 4, რუსტამოვი 3, ზარნაძე 3, ზაალიშვილი 3, გოგუა 3, ჰუსეინოვი 1, გოგავა, ზ. იობაშვილი, ტიელიძე, გაწერელია

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

მდგომარეობა——

სტუ————-19-19-0–0–703-473-38

ბათუმი———19-15-1–3–746-576-31

სამტრედია—–1912-0–769761824

იმედი———–19-11-0–8–572626-22

პეგასი———–19–6-3-10–593-626-15

თელავი———19–4-1-14–532-610–9

ჭაბუკები——–19–3-2-14–551-643–8

ქუთაისი——–19–2-1-16–528-748—5

18 ივნისი

12:00 ქუთაისი – სტუ

13:30 ჭაბუკთა ნაკრები – პეგასი

15:00 თელავი – სამტრედია

16:30 იმედი – ბათუმი

19 ივნისი

11:00 იმედი – ქუთაისი

12:30 თელავი – ჭაბუკთა ნაკრები

14:00 პეგასი – სამტრედია

15:30 ბათუმი – სტუ

ფოტო: სამტრედია მესამე ადგილზე დამკვიდრდა

 

Leave a Reply