EHF-ის ჩემპიონატი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან გარდატეხა ვერ შეიტანა

EHF-ის ჩემპიონატზე ერთდღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა.

იტალია, რომელსაც უმაღლეს დივიზიონში, ბოლო ორ ევროპის ჩემპიონატზე (M20 EHF EURO) თამაშის გამოცდილება აქვს, თავიდანვე დაწინაურდა და პირველი ტაიმი კომფორტული უპირატესობით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა გარდატეხის შეტანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო და 24:36 (9:19) დამარცხდა.

ორივე ნაკრებიდან, 9 გატანილი ბურთით, საუკეთესო ვახტანგ ხარებაშვილი იყო.

16 ივლისს ჩვენი გუნდი ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ვაჟთა შორის 20-წლამდელთა EHF-ის ჩემპიონატზე (Men’s 20 EHF Championship), რომელსაც პრიშტინა (კოსოვო) მასპინძლობს, საქართველოს გარდა კიდევ ხუთი ნაკრებია წარმოდგენილი: მონტენეგრო, იტალია, ესტონეთი, ნიდერლანდები და მასპინძელი კოსოვო.

ტურნირი წრიული სისტემით მიმდინარეობს, სადაც ექვსივე მონაწილე ერთმანეთს თითოჯერ დაუპირისპირდება.

ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს;

მესამე და მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ;

მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები კი მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ.

საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (9), ნიკოლოზ ბიბლაია (2), გიორგი კაპანაძე (3), ნიკოლოზ ნარიმანიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (5), საბა შუბაშიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, გიორგი მაზანიშვილი, დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (2), ანდრია ბურჯალიანი.

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელები: გიორგი კობელაშვილი, ალექსანდრე ჯღამაძე

Leave a Reply