07/12/15 ლიგაში შესვენება გამოცხადდა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში თებერვლამდე შესვენებაა. 2015 წლის ბოლო, მეათე ტურში ვესპრემი დამარცხდა კილთან 24-25 და A ჯგუფში წინ ორი გუნდი გაუშვა – ფლენზბურგი და პარი სენ-ჟერმენი.
ბუნდესლიგის ჩემპიონი მატჩის უმეტესი დროის განმავლობაშ აგებდა, გამარჯვება კი მოუტანა დომინიკ კლაინის გოლმა სირენამდე 7 წამით ადრე. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ფლენზბურგსა და პარი სენ-ჟერმენს 16-16 ქულა აქვთ, ვესპრემს – 15, კილს – 11. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, 2-6 ადგილები – მერვედფინალში.
დამარცხდა B ჯგუფის ლიდერიც, თუმცა, პირველი ადგილი შეინარჩუნა – ბარსელონამ შინ წააგო პოლონეთის კელცესთან 31-33, მაგრამ 15 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, 14 აქვს კელცეს, 13-13 რაინ ნეკარსა და სეგედს, 12 – ვარდარს. ჩამოთვლილ 9 გუნდს მერვედფინალში გასვლა განაღდებული აქვს.
C და D ჯგუფებში კი, სადაც 6-6 გუნდი თამაშობდა, ჯგუფური ტურნირი დასრულდა. მერვედფინალში გასასვლელად ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს – ესპანეთის ლა რიოხა უკრაინის მოტორს შევდება, დანიის სკიერნი – ბელარუსის მეშკოვ ბრესტს.
კაცების ჩემპიონთა ლიგა თებერვლის დასაწყისში განახლდება – მას შემდეგ, რაც იანვარში პოლონეთში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი.
10 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-10
—
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 10 ტური. 2-6 დეკემბერი
A ჯგუფი
ვისლა პლოცკი (პოლ, 8 ქულა) – ზაგრები (ხორ, 9)
ტოლედო, როჩა 6 – ვუიჩი 6, ჰორვატი 5
კილი (გერ, 11) – ვესპრემი (უნგ, 15) 25-24
ვუინი 8, დისინგერი 6 – ნადი 6, ნილსონი 5
პსჟ (საფ, 16) – ცელიე (სლნ, 3) 32-27
ჰანსენი 9, ნარსისი 7 – მლაკარი 5
ბეშიქთაში (თურ, 2) – ფლენზბურგი (გერ, 16) 26-34
ოზბაჰარი 8 – გლანდორფი 10, მოგენსენი, სვანი 6
B ჯგუფი
ვარდარ სკოპიე (მკდ, 12) – კოლდინგი (დან, 2) 34-24
ბრუმენი, დიბიროვი 4 – სპელერბერგი 6
კრისტიანსტადი (შვდ, 4) – მონპელიე (საფ, 7) 29-30
სედერჰოლმი 8 – ტოუმი 8, გიგუ 6
ბარსელონა (ესპ, 15) – კელცე (პოლ, 14) 31-33
ლაზაროვი 11 – ბელეცკი 9
პიკ სეგედი (უნგ, 13) – რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ, 13) 30-24
ბომბაცი 11 – მენსა 8, გეჰსჰაიმერი 6
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
11 ტური: 10-14 თებერვალი
C ჯგუფი
პორტუ (პორ) – ვოივოდინა (სრბ) 37-15
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 32-26
ტატრან პრეშოვი (სლკ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 19-21
საბოლოო: ბრესტი 16, ლა რიოხა 14 (30-23, 31-35) / პორტუ 14, მედვედი 8, ვოივოდინა 4, ტატრანი 4
D ჯგუფი
შაფჰაუზენი (შვც) – ბაია მარე (რუმ) 24-23
ელვერუმი (ნორ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 29-23
სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 36-36
საბოლოო: ზაპოროჟიე 15, სკიერნი 14 – შაფჰაუზენი 11, ბაია მარე 9, ელვერუმი 7, მეტალურგი 4
C და D: დამატებითი რაუნდი: 24-28 თებერვალი – 2-6 მარტი
ლა რიოხა-ზაპოროჟიე, სკიერნი-მეშკოვ ბრესტი. 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში