08/12/15 უდანაკარგოდ 6 გუნდია

დანიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში,  ჯგუფური ტურნირის ორი ტური გაიმართა. ჯერჯერობით სენსაცია არ მომხდარა, ყველა ფავორიტი მერვედფინალში გასვლის კანდიდატია.

მსოფლიო ჩემპიონმა ბრაზილიამ და ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ნორვეგიამ მოიგეს თავიანთი პირველი მატჩები. ზედიზედ მეორე მატჩი ითმაშა ფრედ კორეამ – ბრაზილიის შემდეგ – საფრანგეთთან. რუსეთის ნაკრებმა, ვინც წინა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ვერ გაიარა, ხოლო ევროპის შარშანდელ პირველობაზე 14 ადგილზე დარჩა, ზედიზედ დაამარცხა ევროპის ბოლო ჩემპიონატის ორივე ფინალისტი – ნორვეგია და ესპანეთი.

ჯერჯერობით უდანაკარგოდაა 6 გუნდი: უნგრეთი, დანია, ჰოლანდია, შვედეთი, რუმინეთი და რუსეთი. ამათგან მესამე ტურში ერთმანეთში ითამაშებენ დანია-უნგრეთი და შვედეთი – ჰოლანდია. 8 დეკემბერს ოთხივე ჯგუფი თამაშობს და 12 მატჩია.

ჯგუფური ტურნირი დასრულდება 11 დეკემბერს, 13 დეკემბრიდან პლეიოფი იწყება, ხოლო ფინალი 20 დეკემბერსაა დანიშნული ჰერნინგში.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

A  ჯგუფი, ჰერნინგი. 6 დეკემბერი

იაპონია – მონტენეგრო 23-29

სუნამი 9, მაცუმურა 6 – რადიჩევიჩი 10, ბულატოვიჩი 8

სერბეთი – უნგრეთი 26-32

კრპეჟი 5 –  ტომორი 10, სოლოში 7

ტუნისი – დანია 20-32

შება, ჟლეზი 5 – კრისტიანსენი, ოსტერბალე, ს. იორგენსენი 6

უნგრეთი 4 ქულა, დანია 4, მონტენეგრო 3, სერბეთი 1 / იაპონია 0, ტუნისი 0

8 დეკემბერი. 19:15 იაპონია – ტუნისი, 21:30 მონტენეგრო – უნგრეთი, 23:45 დანია – უნგრეთი

B ჯგუფი. ნესტვედი. 6 დეკემბერი

ჩინეთი – კუბა 39-30

ჭანი 8, იუ 5 – ვერანესი 7, ლუსონი 5

ანგოლა – ჰოლანდია 24-37

ანდრე 5 – პოლმანი 12

პოლონეთი – შვედეთი 30-31

კუდლაჩი 6, სტასიაკი 5 – ჰაგმანი 7, გულდენი 6

ჰოლანდია 4, შვედეთი 4, პოლონეთი 2, ჩინეთი 2 / კუბა 0, ანგოლა 0

8 დეკემბერი. 19:15 კუბა – ანგოლა, 21:30 პოლონეთი – ჩინეთი, 23:45 შვედეთი – ჰოლანდია

C ჯგუფი, კოლდინგი. 7 დეკემბერი

დრ კონგო – ბრაზილია 11-26

მვასესა 4 – ნაშიმენტო 7, კოპი, კინტინო

კორეა – საფრანგეთი 22-22

იუნი 8 – ნზე მინკო 7, პინო 5

გერმანია – არგენტინა 33-13

მიულერი 7, ჰუბინგერი 4 – მენდოსა, კარსტენი 4

ბრაზილია 3, საფრანგეთი 3, გერმანია 2, კორეა 2 / არგენტინა 2, დრ კონგო 0,

8 დეკემბერი. 19:00 კორეა-დრ კონგო, 21:15 საფრანგეთი – არგენტინა, 23:30 ბრაზილია – გერმანია

D ჯგუფი, ფრედრიკსჰავნი. 7 დეკემბერი

ყაზახეთი – რუმინეთი 20-36

ალექსანდროვა 7 – მანია, ნეკიტა 6

რუსეთი – ესპანეთი 28-26

ბლიზნოვა 7, ვიახერევა 6 – მარტინი 6, პენია 5

პუერტო რიკო – ნორვეგია 13-39

მალდონადო 4 – სულანდი 7, შ. სოლბერგი 6

რუმინეთი 4, რუსეთი 4, ნორვეგია 2, ესპანეთი 2 / ყაზახეთი 0, პუერტო რიკო 0

8 დეკემბერი. 19:00 რუსეთი – პუერტო რიკო, 21:15 ესპანეთი – რუმინეთი, 23:30 ნორვეგია – ყაზახეთი

ჯგუფური ეტაპიდან 4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx


Leave a Reply