07/12/15 ლიგაში შესვენება გამოცხადდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში თებერვლამდე შესვენებაა. 2015 წლის ბოლო, მეათე ტურში ვესპრემი დამარცხდა კილთან 24-25 და A ჯგუფში წინ ორი გუნდი გაუშვა – ფლენზბურგი და პარი სენ-ჟერმენი.

ბუნდესლიგის ჩემპიონი მატჩის უმეტესი დროის განმავლობაშ აგებდა, გამარჯვება კი მოუტანა დომინიკ კლაინის გოლმა სირენამდე 7 წამით ადრე. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ფლენზბურგსა და პარი სენ-ჟერმენს 16-16 ქულა აქვთ, ვესპრემს – 15, კილს – 11. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, 2-6 ადგილები – მერვედფინალში.

დამარცხდა B ჯგუფის ლიდერიც, თუმცა, პირველი ადგილი შეინარჩუნა – ბარსელონამ შინ წააგო პოლონეთის კელცესთან 31-33, მაგრამ 15 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, 14 აქვს კელცეს, 13-13 რაინ ნეკარსა და სეგედს, 12 – ვარდარს.  ჩამოთვლილ 9 გუნდს მერვედფინალში გასვლა განაღდებული აქვს.

C და D ჯგუფებში კი, სადაც 6-6 გუნდი თამაშობდა, ჯგუფური ტურნირი დასრულდა. მერვედფინალში გასასვლელად ბრძოლას 4 გუნდი გააგრძელებს – ესპანეთის ლა რიოხა უკრაინის მოტორს შევდება, დანიის სკიერნი – ბელარუსის მეშკოვ ბრესტს.

კაცების ჩემპიონთა ლიგა თებერვლის დასაწყისში განახლდება – მას შემდეგ, რაც იანვარში პოლონეთში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი.

10 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-10

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 10 ტური. 2-6 დეკემბერი

A ჯგუფი

ვისლა პლოცკი (პოლ, 8 ქულა) – ზაგრები (ხორ, 9)

ტოლედო, როჩა 6 – ვუიჩი 6, ჰორვატი 5

კილი (გერ, 11) – ვესპრემი (უნგ, 15) 25-24

ვუინი 8, დისინგერი 6 – ნადი 6, ნილსონი 5

პსჟ (საფ, 16) – ცელიე (სლნ, 3)  32-27

ჰანსენი 9, ნარსისი 7 – მლაკარი 5

ბეშიქთაში (თურ, 2) – ფლენზბურგი (გერ, 16) 26-34

ოზბაჰარი 8 – გლანდორფი 10, მოგენსენი, სვანი 6

B ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 12) – კოლდინგი (დან, 2) 34-24

ბრუმენი, დიბიროვი 4 – სპელერბერგი 6

კრისტიანსტადი (შვდ, 4) – მონპელიე (საფ, 7) 29-30

სედერჰოლმი 8 – ტოუმი 8, გიგუ 6

ბარსელონა (ესპ, 15) – კელცე (პოლ, 14) 31-33

ლაზაროვი 11 – ბელეცკი 9

პიკ სეგედი (უნგ, 13) – რაინნეკარ ლიოვენი (გერ, 13)  30-24

ბომბაცი 11 – მენსა 8, გეჰსჰაიმერი 6

A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

11 ტური: 10-14 თებერვალი

C ჯგუფი

პორტუ (პორ) – ვოივოდინა (სრბ) 37-15

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 32-26

ტატრან პრეშოვი (სლკ) – ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 19-21

საბოლოო: ბრესტი 16, ლა რიოხა 14 (30-23, 31-35) / პორტუ 14, მედვედი 8, ვოივოდინა 4, ტატრანი 4

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც) – ბაია მარე (რუმ) 24-23

ელვერუმი (ნორ)  – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 29-23

სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 36-36

საბოლოო: ზაპოროჟიე 15, სკიერნი 14 – შაფჰაუზენი 11, ბაია მარე 9, ელვერუმი 7, მეტალურგი 4

C და D: დამატებითი რაუნდი: 24-28 თებერვალი – 2-6 მარტი

ლა რიოხა-ზაპოროჟიე, სკიერნი-მეშკოვ ბრესტი. 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

Leave a Reply