gnhf-rrr

06/12/15 მსოფლიო ჩემპიონმა ფრით დაიწყო

შაბათს დანიაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა შორის. პირველ დღეს მსოფლიო ჩემპიონმა, ბრაზილიამ ფრედ, 24-24 ითამაშა სამხრეთ კორეასთან.

ბრაზილელელებს აკლიათ წინა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ედუარდა ამორიმი. მათ 10-12 წააგეს პირველი ტაიმი და 22-24 აგებდნენ 57-ე წუთზე, მაგრამ დეონისე ფაჩინელომ და ალეშანდრა ნაშიმენტომ გაათნაბრეს ანგარიში – 24-24.

წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა სერბეთმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა და ვაილდ ქარდით მოხვდა ჩემპიონატზე, აქ კი აკლია სამი ლიდერი – ლეკიჩი, დამნიანოვიჩ და ცვიიჩი, მაგრამ ფრეს მიაღწია მეზობელ მონტენეგროსთან. სიუჟეტი აქაც იგივე იყო – ბოლო ორ წუთში სერბებმა, გეორგიევმა და კრპეჟმა გაათანაბრეს ანგარიში – 28-28.

ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ნორვეგია 25-26 დამარცხდა რუსეთთან. მერვედფინალში ჯგუფებიდან 4-4 გუნდი გადის. ჯგუფური ეტაპი 11 დეკემბერს დასრულდება, 13 დეკემბერს იწყება პლეიოფი, ხოლო ფინალი 20 დეკემბერსაა. მსოფლიო ჩემპიონი რიოს ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

ხელბურთი. ქალთა 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი. დანია, 5-20 დეკემბერი

A ჯგუფი, ჰერნინგი. 5 დეკემბერი

მონტენეგრო – სერბეთი 28-28

ბულატოვიჩი 8, რადიჩევიჩი 7, იოვანოვიჩი 6 – ჟივკოვიჩი, კრპეჟი 6

უნგრეთი – ტუნისი 39-20

ტომორი 6, გორბიცი 5 – შება 10

დანია – იაპონია 30-21

გრავჰოლტი 6, ს. იორგენსენი 5 – ჰონდა 5

6 დეკემბერი

19:15 იაპონია – მონტენეგრო, 21:30 სერბეთი – უნგრეთი, 23:45 ტუნისი – დანია

B ჯგუფი. ნესტვედი. 5 დეკემბერი

ჰოლანდია – ჩინეთი 42-21

აბინგჰი, ბროხი 7, პოლმანი 6 – ციაო 5

კუბა – პოლონეთი 22-27

მარტინესი 8 – კუდლაცი 11

შვედეთი – ანგოლა 37-23

ჰაგმანი 8, იოჰანსონი 7 – ანდრე 6

6 დეკემბერი

19:00 ჩინეთი – კუბა, 21:15 ანგოლა – ჰოლანდია, 23:45 პოლონეთი – შვედეთი

C ჯგუფი, კოლდინგი. 5 დეკემბერი

არგენტინა – დრ კონგო 23-15

პისო 5 – მვასესა 6

საფრანგეთი – გერმანია 30-20

პინო 7, ლაკრაბერი 6 – მიულერი 9

ბრაზილია – კორეა 24-24

ბელო 7 – რიუ 7

7 დეკემბერი

19:00 დრ კონგო – ბრაზილია, 21:15 კორეა – საფრანგეთი 23:30 გერმანია – არგენტინა

D ჯგუფი, ფრედრიკსჰავნი

რუმინეთი – პუერტო რიკო 47-14

კიპერი 10 – ირალდო 5

ესპანეთი – ყაზახეთი 31-10

მარტინი 6 – ტანკინა 4

ნორვეგია – რუსეთი 25-26

მორკი 6, ლოკე 5 – ვიახერევა 9

7 დეკემბერი

19:00 ყაზახეთი – რუმინეთი, 21:15 რუსეთი – ესპანეთი, 23:30 პუერტო რიკო – ნორვეგია

ჯგუფური ეტაპიდან 4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

პირდაპირი რეპორტაჟები:

http://www.ihf.info/en-us/ihfcompetitions/worldchampionships/womensworldchampionships/womensworldchampionshipden2015/livestreaming.aspx

Leave a Reply