28/09/15 ლიდერებმა მოგება გაიხსენეს
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში წინა ტურნირის ოთხთა ფინალის ოთხივე მონაწილემ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. მთავარ, A და B ჯგუფებში კი ლიდერობენ გერმანიის რაინ-ნეკარი, მაკედონიის ვარდარი და ხორვატიის ზაგრები.
მოქმედ ჩემპიონს, ბარსელონას შინ მძიმე თამაში ჰქონდა შვედურ კრისტიანსტადთან – 34-32. კატალონიელებს ნიკოლა კარაბატიჩის წასვლის შემდეგ ლიდერის პრობლემა აქვთ, ამ მატჩი კი ყველაზე მეტი ბურთი ტუნისელმა ინსაიდმა ვაელ ჟალუზმა გაიტანა.
ფინალისტმა, უნგრეთის ვესპრემმა შინ დაამარცხა გერმანიის ფლენზბურგი, პოლონეთის კელცემ – საფრანგეთის მონპელიე, ხოლო გერმანიის ჩემპიონმა, კილმა – თურქეთის ბეშიქთაში.
პირველ ტურში წაგების შემდეგ მოიგო პარი სენ-ჟერმენმაც, ხოლო ნიკოლა და ლუკა კარაბატიჩებმა ჯამში 13 გოლი გაუტანეს პოლონეთს პლოცკს. გაიმარჯვა სერგო დათუკაშვილის კლუბმა, ვოივოდინამაც, თუმცა, ქართველ ვეტერანს არ უთამაშია.
მეორე ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-02
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის მეორე ტური. 26-27 სექტემბერი
A ჯგუფი
ვესპრემი (უნგ, 3 ქულა) – ფლენზბურგი (გერ, 2) 28-24
ილიჩი 9, ნადი, პალმარსონი 4 – ეგერტი, მაე 4
ცელიე (სლნ, 2) – ზაგრები (ხორ, 4) 20-21
როშა 9 – მარგუცი, ნილსონი 6
პსჟ (საფ, 2) – ვისლა პლოცკი (პოლ, 1) 29-24
ნ. კარაბატიჩი 7, ჰანსენი, ლ. კარაბატიჩი 6 – როშა, ჟიტნიკოვი 5
კილი (გერ, 2) – ბეშიქთაში (თურ, 0) 32-21
დამკე, ვუინი, ვინჩეკი 6 – დიონე 5
B ჯგუფი
კელცე (პოლ, 2 ქულა) – მონპელიე (საფ, 0) 30-23
ბელეცკი 7, ლიევსკი 5 – დოლენეცი 6, გიგუ 4
ბარსელონა (ესპ, 2) – კრისტიანსტადი (შვდ, 2) 34-32
ჟალუზი 6, იხა, ლაზაროვი 5 – ბიორნსენი 11
კოლდინგი (დან, 0) – რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ, 4) 18-30
ვარდარი (მკდ, 4) – პიკ სეგედი (უნგ, 2) 27-23
კარაჯიჩი 5, დუიშებაევი 4 – კალმანი 6, ბომბაჩი 5
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი
ტატრან პრეშოვი (სლკ, 0) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 4) 20-30
ვოივოდინა (სრბ, 2) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 2) 26-24
მარიანოვიჩი 11 – კოვალევი 10
ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 2) – პორტუ (პორ, 2) 30-23
D ჯგუფი
მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) – შაფჰაუზენი (შვც, 0) 28-24
ელვერუმი (ნორ, 2) – სკიერნი (დან, 4) 23-37
ბაია მარე (რუმ, 2) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 2) 35-30
C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში
მესამე ტური: 30 სექტემბერი-4 ოქტომბერი