25/09/15 ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა
ვენაში, ხელბურთის ევროპული ფედერაციის ოფისში გაიმართა ევროპის 2016 წლის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ჯგუფში რუმინეთთან, ბოსნიასთან და ლატვიასთან მოხვდა. მეორე ჯგუფში არიან ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია და ბრიტანეთი. ტურნირი 2016 წლის 15-21 აგვისტოს გაიმართება თბილისში, ახალ სახელბურთო არენაზე. ასაკობრივი კატეგორიაა 1998 წელს და გვიან დაბადებულიები.
ხელბურთის ევროპული ფედერაცია ასაკობრივი ჩემპიონატების სტრუქტურას ცვლის. თვრამეტწლამდელთა ევრო 2016 ხორვატიაში გაიმართება და მასში ასაკობრივ რეიტინგში პირველ 16 ადგილზე გასული გუნდები მოხვდნენ: დანია, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ხორვატია, სერბეთი, პოლონეთი, რუსეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ისლანდია, შვეიცარია, პოლონეთი და სლოვაკეთი. ტურნირს ოფიციალურად ჰქვია: 2016 M18 EHF EURO.
დანარჩენი ქყეყნები ითამაშებენ მეორე დონეზე – 2016 M18 European Championship. სულ შეიკრიბა 27 ქვეყანა და გადანაწილდა სამ მასპინძელს – საქართველოს, ლიტვასა და ბულგარეთს შორის. ამ სამი ტურნირის მთავარი მიზანი ისაა, რომ თითო გამარჯვებული ზედა დონეზე აღზევდება და 2018 წელს ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატს უკვე 16 უძლიერესს შორის ითამაშებს, წლევანდელ თვრამეტწლამდელთა შორის ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდის ნაცვლად.
საკვალიფიკაციო ტურნირები უქმდება, თვრამეტწლამდელთა მომავალი პირველობა, EURO 2018 იმავე ფორმატით გაიმართება – 16 უძლიერესს შორის ადგილს უკვე ახალი რეიტინგის 16 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს, დანარჩენები კი მეორე დონიდან დაიწყებენ. ანალოგიური ცვლილებებია გოგონათა ევროპის ჩემპიონატებზეც.
საბოლოოდ, საქართველოს, ლიტვასა და ბულგარეთს შორის 27 ქვეყანა ასე განაწილდა (11 გუნდი ითამაშებს ბულგარეთში, 8-8 – საქართველოსა და ლიტვაში).
ევროპის ჩემპიონატი 2016, 18 წ, ჭაბუკები.
ვარნაში, ბულგარეთი. 15-21 აგვისტო, 2015
A ჯგუფი: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა, სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი
B ჯგუფი: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები
კაუნასში, ლიტვა. 15-21 აგვისტო, 2015
A ჯგუფი: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა
B ჯგუფი: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა
თბილისში, საქართველო. 15-21 აგვისტო, 2015
A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო
B ჯგუფი: ბელარუსი,. მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი
EURO M20 2018–ზე გადის სამი ტურნირის თითო გამარჯვებული
თბილისისა და კაუნასის ტურნირებში ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალში გადის, ხოლო ლიტვაში ჯგუფური ტურნირის შემდეგ პირდაპირ ფინალებია – მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ პირველ დონეზე თამაშისთვის ბრძოლის უფლებას.
წილისყრის შემდეგ საქართველო ასცდა რეიტინგის 2 უძლიერეს გუნდს (17. უნგრეთი, 18. ავსტრია), თუმცა, თბილისის ტურნირი შემადგენლობით ყველაზე თანაბარი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი გამოვიდა.
მონაწილე 27 ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთი და საქართველო მონაწილეობდნენ წლეულს თბილისში, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე. უნგრეთმა ჯგუფში ჩატოვა დანიის ძლიერი ნაკრები თუმცა, ნახევარფინალში ვერც თვითონ გავიდა და მეექვსე ადგილი დაიკავა. უნგრელებმა საქართველოს ნაკრებიც დაამარხეს 5-8 ადგილებისთვის ტურნირის ნახევარფინალში – 29-20. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთაგან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს დამარცხებული ჰყავს ლატვია – 2015 წლის აპრილში, რიგაში, 30-25.
ამ ასაკის (1998 წელს დაბადებულები) საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს 2017 წელს კიდევ ერთი დიდი შეჯირება ექნება სათამაშო საკუთარ მოედანზე – ცხრამეტწლამდელთ მსოფლიო ჩემპიონატი.