21/09/15 ლიგა სენსაციებით დაიწყო

ძალიან მოულოდნელად დაიწყო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი. წინა ოთხთა ფინალის მონაწილეებიდან მხოლოდ უნგრეთის ვესპრემმა მიაღწია ფრეს,  ხოლო ბარსელონა, კილი და კელცე დამარცხდნენ.

მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა გერმანიაში დამარცხდა ლიოვენთან – 21-22 და არც ბარსას ყოფილ ლიდერს, ნიკოლა კარაბატიჩს ჰქონია კარგი დღე – მისი ახალი გუნდი, პარი სენ ჟერმენი, ლიგის 2014 წლის  გამარჯვებულთან, ფლენზბურგთან განადგურდა – 32-39. კარაბატიჩმა და მიქელ ჰანსენმა ჯამში 16 გოლი გაიტანეს, მაგრამ ბევრად უკეთესები იყვნენ დანიელი ანდერს ეგერტი (13) და შარშანდელი ოთხთა ფინალის გმირი, ჰოლგერ გლანდორფი (9).

გერმანიის კილმა უშანსოდ წააგო ზაგრებში – 22-29, ხოლო პოლონეთის კელცე 30-31 დამარცხდა უნგრეთის სეგედთან. სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ფრანგული მონპელიეს საშინაო მარცხი  სკოპიეს ვარდართან, 25-30. მაკედონიურ კლუბში საუკეთესო იყო ესპანეთის ნაკრების მარჯვენა შუამარბი ხორხე მაკედა – 6 გოლი.

ლიგის ერთადერთი ქართველი მონაწილის, სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ ბელარუსის მეშკოვ-ბრესტთან წააგო – 22-24, დათუკაშვილს არ უთამაშია.

პირველი ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind1

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. 16-20 სექტემბერი

A ჯგუფი

ზაგრები (ხორ) – კილი (გერ)  29-22

ჰორვატი, სტეპანჩიჩი 6 – დამკე 9

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვესპრემი (უნგ) 27:27

როშა 9 – მარგუცი, ნილსონი 6

ფლენზბურგი (გერ) პსჟ (საფ) 39-32

ეგერტი 13, გლანდორფი 9 – ჰანსენი 9, ნ. კარაბატიჩი 7

ბეშიქთაში (თურ) – ცელიე (სლნ) 24-30

B ჯგუფი

კრისტიანსტადი (შვდ) – კოლდინგი (დან) 33-26

პიკ სეგედი (უნგ) – კელცე (პოლ) 31-30

ბომბაჩი 11 – აგინაგალდე 6, მ. იურეცკი 5

მონპელიე (საფ) – ვარდარი (მკდ) 25-30

გაიჩი 8 – მაკედა, დიბიროვი 6

რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 22-21

გენსჰაიმერი 6, შმიდი 5 – ლაზაროვი 6, სიგურდსონი 4

A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ლოგრონიო  ლა რიოხა (ესპ) 27-23

პორტუ (პორ) – ტატრან პრეშოვი (სლკ) 33-23

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ვოივოდინა (სრბ) 34-22

D ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც) – ელვერუმი (ნორ) 30-31

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 30-24

სკიერნი (დან) – ბაია მარე (რუმ) 32-28

C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

ფოტო: ლიოვენი-ბარსელონა

Leave a Reply