29/04/14 ბაქოდან – გროდნოში, გროდნოდან – თბილისში

აზერბაიჯანიდან დაბრუნდა საქართველოს გოგონათა ნაკრები, რომელმაც ბაქოში 4 საწვრთნელი შეხვედრა გამართა. ჩვენმა თექვსმეტწლამდელებმა მასპინძელ თამატოლებს დიდი სხვაობით, 43:21 მოუგეს, ხოლო 2 წლით უფროსებთან დამარცხდნენ.

გუნდი 2 წელიწადზე მეტია, რაც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, ახლო გეგმებში კი ორი საერთაშორისო ტურნირი აქვს: 7-12 მაისს ბელარუსში, გროდნოში და 15-20 მაისს – თბილისში, ჯემალ ცერცვაძის თასი.

მწვრნელების, მაია კარბუნარისა და ელისო ჟურულიშვილის ნაამბობიდან ასეთი სურათი მივიღეთ: გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა, გოგონები კიდევ უფრო დამეგობრდნენ და ერთ გუნდად შეიკრნენ, იმატა დისციპლინამ, ტექნიკურმა უნარ-ჩვევებმა და ფიზიკურმა მომზადებამ. რაც შეეხება სამ წაგებას ორი წლით უფროს აზერბაიჯანელებთან, ფიზიკურ კონდიციებში სხვაობა შესამჩნევი იყო. მწვრთნელები აღარ აპირებენ უფროსებთან თამაშს, რადგანაც დროა, გადამწყვეტი ტურნირის წინ გუნდი მოგებას მიეჩვიოს. მოთამაშეებიდან მწვრთნელებმა გამოარჩიეს საუკეთესო ბომბარდირი ნინო გაბისონია და მეკარე თამარ ჩაჩუა, რომელმაც საგრძნობლად მოიმატა, ასევე – ფოთელი ანა ხურცილავა, ვისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო ტურნე იყო. გროდნოში გუნდის შემადგენლობა ოდნავ შეიცვლება, მაგრამ დაახლოებით 18 მოთამაშე, ვისაც მწვრთნელები დაწყრდნობიან მომავალში, უკვე შერჩეულია.

გროდნოს ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია- ითამაშებენ პოლონეთის, გერმანიის, ლიტვის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის გუნდები, ხოლო ცერცვაძის თასზე – პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. მასპინძლები ალბათ ორი გუნდიდთ გამოვლენ.

გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანში 22-28 აპრილი, 2014

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თამარ ჩაჩუა (პეგასი), ლედი მაზმიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)

მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი

საქართველო (16) -აზერბაიჯანი (18) 19:27

ვენეცკი 4, ნარიმანიძე 4, გადელია 3, ყველაშვილი 3, გაბისონია 2, კუნელაშვილი 1, ქიტესაშვილი 1, ღვალაძე 1

საქართველო (16) -აზერბაიჯანი (16) 43:21

ყველაშვილი 9, გაბისონია 5, ქიტესაშვილი 5, ღვალაძე 5, გადელია 4, ნარიმანიძე 3, ვენეცკი 3, ხურცილავა 3, ჯაღათაშვილი 2, ჩოხელი 2, მიხელიძე 2

საქართველო (16) -აზერბაიჯანი (18) 24:30

გაბისონია 6, ხურცილავა 5, ყველაშვილი 3, ვენეცკი 2, გადელია 2, ღვალაძე 2, ქიტესაშვილი 1, ჯაღათაშვილი 1, ჩოხელი 1, ნარიმანიძე 1

საქართველო (16) -აზერბაიჯანი (18) 16:24

გაბისონია 7, გადელია 3, კუნელაშვილი 2, ღვალაძე 1, ქიტესაშვილი 1, ჯაღათაშვილი 1

Leave a Reply