29/04/14 საქართველო – აზერბაიჯანი 30:17

დუშეთში შეკრებას განაგრძობს საქართველოს ბიჭების ნაკრები გიორგი ქობელაშვილის, გია გვაზავასა და ჯორჯე რაშიჩის ხელმღვანელობით. დღეს გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანოს ოცწამდელთა ნაკრებთან.

ტაიმი მოიგეს სტუმრებმა – 10:9, მაგრამ შესვენების შემდეგ ქართველმა თექვსმეტწლამდელებმა იოლად გარდატეხეს თამაში – 30:17. აზერბაიჯანელები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ საქართველოში და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეთამაშებიან.

საქართველო (16) -აზერბაიჯანი (20) 30:17

დუშეთი, 29 აპრილი

საქართველო (გოლები): კბილაშვილი 5, ფერაძე 5, გოგავა 5, გაწერელია 4, ე. არსენაშვილი 3, ბულბულაშვილი 3, რუსტამოვი 1, ზაალიშვილი 1, ნაზღაიძე 1, მერკვილაძე 1, ბიბილეიშვილი 1

მსაჯები: ინა ჭკუასელი, გიორგი სამყურაშვილი

Leave a Reply