01/05/14 საქართველო – აზერბაიჯანი 29:26

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპორტკომპლექს არენაში ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანის ოცწლამდელთა გუნდთან და 29:26 მოიგო.

იგივე გუნდი ორი დღის წინ ჩვენმა თექვსმეტწლამდელებმა დუშეთში 30:17 დაამარცხეს, მაგრამ სტუმრებმა ქართველ თანატოლებთან შეხვედრისთვის რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს. აზერბაიჯანელებმა პირველი ტაიმიც კი მოიგეს – 15:14, მაგრამ საბოლოოდ 26:29 დამარცხდნენ.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბმა ზურაბ აბრამიშვილმა. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ის გამოჯანმრთელებას 20 მაისისთვის, როცა ჩვენი გუნდი ანდორაში მიემგზავრება, IHF მსოფლიო თასის ევროპის ზონალური ტურნირის სათამაშოდ. ბექა ორჯონიკიძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი სწორედ ამ ტურნირისთვის ემზადება.

ფოტო: ზურაბ აბრამიშვილი

საქართველო (20) -აზერბაიჯანი (20) 30:17

არენა, 30 აპრილი

საქართველო (გოლები): ორჯონიკიძე 6, აბრამიშვილი 5, სიმონია 5, სტურუა 3, კოხრეიძე 2, გოგოლაძე 2, ალანია 2, ცხვარაშვილი 1, გიორგაძე 1, დიხამინჯია 1, აბჟანდაძე 1

Leave a Reply