03/05/14 ფინალი: დიორი – ბუდუჩნოსტი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შაბათს, ბუდაპეშტში ითამაშებენ თასის შარშანდელი მფლობელი, დიორი ეტო და შარშანწინდელი ჩემპიონი , პოდგორიცას ბუდუჩნოსტი.
შარშანწინ ბუდუჩნოსტმა ორმატჩიან ფინალში სწორედ დიორი დაამარცხა – სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით, ხოლო შარშან დიორმა ნორვეგიის ლარვიკს მოუგო. რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას, მისი ბოლო ნაწილი პირველად ტარდება ოთხთა ფინალის ფორმატით.
პირველ ნახევარფინალში დიორმა დღეს დანიის მიდტიულანდი დაამარცხა. მასპინძლებმა 16:11 მოიგეს მეორე ტაიმი, მეორეში მიდტიულანდმა კი გაიბრძოლა, მაგრამ არც შორს გაუშვა მეტოქე და ვერც დაეწია. უნგრელების კაპიტანმა, ანიტა გორბიცმა 7 გოლი გაიტანა, მიდტიულანდის ჰოლანდიელმა ლიდერმა , კორნელია გროოტმა – 9.
დიორი უთუოდ ფავორიტი იქნება ფინალში, ბუდუჩნოსტის წინააღმდეგ. მონტენეგროელთა და მაკედონიის ვარდარის მატჩი ძალიან დაძაბული, დრამატული, მაგრამ უხარისხო გამოვიდა. ორივე გუნდს საშინელი სტატისტიკური მონაცემები ჰქონდა, კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა ვარდარის სერბ ლიდერს, 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელ ანდრეა ლეკიჩს.
ბუდუჩნოსტმა მოიგო ტაიმი – 11:6, მაგრამ შესვენების შემდეგ ვარდარის კარში ჩადგა ფრანგი სიუზან ლენო, რომელმაც ძირითადი დროის ბოლომდე მოიგერია 20-დან 13 დარტყმა, რის შემდეგაც ვარდარი ბრძოლაში ჩაერთო და 53-ე წუთზე მეორე ფრანგმა, ალისონ პინომ ანგარიში გაათანაბრა – 16:16. 7 წუთში გოლი აღარ გასულა და დაინიშნა ორი ხუთწუთიანი ექსტრატაიმი.
ბუდუჩნოსტი ისევ გავიდა წინ – 20:17, ვარდარი ისევ დაეწია – 20:20, მაგრამ ბოლო წუთზე, როცა გუნდი ერთი გოლით აგებდა, ლეკიჩმა შეტევაში დაკარგა ბურთი და კინგა ბიზდრამ ფინალში გაიყვანა ბუდუჩნოსტი – 22:20.
ფინალი შაბათს 19 საათზე დაიწყება.
საყურებელი ბმული:
http://www.laola1.tv/en-int/live/mvm-ehf-final4-final-buducnost-gyoeri-audi-eto-kc/170853.html
ფოტო: დიორი – მიდტიულანდი. ჰაიდი ლოკე (5)
ქალების ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი, 3 მაისი. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა, 13 000 მაყურებელი
დიორი ეტო (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 29:26
დიორი: ჰარალდსენი, ჰერი – გორბიცი 7, ამორიმი 5, კოვაჩიჩი 5, კ. ბულატოვიჩი 4, ლოკე 3, ბოგნარი 2. ორბანი 2, კორშოში 1, ბოცკო, ჰორნიაკი, რედეი, შირიანი, სეპეში, ტერველი
მიდტიულანდი: ენგლერტი, ეგესტორპი – გროოტი 9, ს. იორგენსენი 8, იენსები 3, მიოლერი 3, ლ. იორგენსენი 1, ტორსგარდი 1, ტრიოლსენი 1, ბიოგელუნდი, მეილვანგი, ოლსენი, რასმუსენი, ზომერი, შპელერბერგი, ვოლერი
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 22:20 (16:16)
ბუდუჩნოსტი: ვოლტერინგი, ზდერიჩი – ნიაგუ 6, ცვიიჩი 5, მეჰმედოვიჩი 5, დალბი 3, პეტროვიჩი 2, ბიზდრა 1, გეორგიევსკა. იეზიჩი, ლაზოვიჩი, ნიკიტინა, პავიჩევიჩი, მ. ვუკჩევიჩი, ო. ვუკჩევიჩი
მიდტიულენდი: სუსლინა, ლენო – ლეკიჩი 6, პინო 5, ნიკოლიჩი 3, დემბელე 2, ჯოკიჩი 2, ხმიროვა 1, რადიჩევიჩი 1, ცრვენკოსკა, დმიტროვიჩი, ფერნანდესი, კლიკოვაცი, კოსტიუკოვა, შტერიოვა, ზებიჩი
ფინალი, 4 მაისი, ბუდაპეშტი
19:00 დიორი ეტო – ბუდუჩნოსტი
მესამე ადგილისთვის
16:30 ვარდარი – მიდტიულანდი