29/04/14ოთხთა ფინალის წილი ნაყარია
გაიმართა კაცთა ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის წილისყრა. 31 მაისს, კიოლნში ითამაშებენ ესპანეთის ბარსელონა და გერმანიის ფლენზბურგი, ასევე უნგრეთის ვესპრემი და გერმანიის კილი.
ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები 1 ივნისს გაიმართება იქვე, ლანქსეს არენაზე, დაახლოებით 22 000 მაყურებლის თვალწინ.
ოთხი მონაწილიდან ყველაზე ტიტულოვანი ბარსელონაა – 8 ჩემპიონთა თასი და 4 წაგებული ფინალი, კილმა თასი სამჯერ მოიგო და სამჯერ ითამაშა ფინალში, ფლენზბურგს ორი ფინალი და ერთი ნახევარფინალი აქვს წაგებული, ხოლო ვესპრემს – ერთი ფინალი და ორი ნახევარფინალი.
სხვა ევროთასებზე სადღეისოდ ასეთი მდგომარეობაა: EHF თასის ნახევარფინალური წყვილები ასეთია: კონსტანცა (რუმ) – მონპელიე (საფ), ფუხსე ბერლინი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ). ოთხთა ფინალი გაიმართება 17-18 მაისს ბერლინში.
ჩელენჯ კაპის ფინალისტები მეტალოპლასტიკა შაბაცი (სერ) და სევეჰოფი (შვდ) 18 და 25 მაისს ითამაშებენ შინ და სტუმრად ფორმატით.
3-4 მაისს ბუდაპეშტში ქალთა ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალია: ვარდარ სკოპიე (მკდ) – ბუდუჩნოსტი (მნტ), დიორი ეტო (უნგ) – მიდტიულანდი (დან).
ქალთა EHF თასის ფინალში, 4 და 11 მაისს თამაშობენ ლადა ტოლიატი (რუს) და ესბიერგი (დან).
ჩელენჯ კაპისთვის 3 და 11 მაისს იბრძოლებენ იბრძოლებენ ჰოორი (შვდ) და ისი პარი (საფ),ხოლო თასების მფლობელთა თასისთვის – ვიბორგი (დან) – ზვეზდა ზვენიგოროდი (რუს) – 4 და 11 მაისს.
ფოტო: ლანქსეს არენა, კიოლნი