26/04/14 ფედერაციის თასი ქუთაისმა მოიპოვა

ხელბურთის ფედერაციის თასის მფლობელი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის გახდა ქუთაისის გუნდი. ქუთაისელებმა დღეს ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს – 32:17 დაამარცხეს რუსთავი.

მეორე ადგილზე გავიდა წყალტუბოს გუნდი, რომელმაც 21:9 მოუგო შევარდენს. მესამე ადგილზეა რუსთავი.

დღესვე დუშეთში საკონტროლო მატჩი გამართეს საქართველოს ახალგაზრდულმა და ბიჭების ნაკრებმა გუნდებმა. 16-წლამდელების გუნდი უკრაინის ტურნირისთვის და ჯემალ ცერცვაძის თასისთვის ემზადება, ხოლო 20-წლამდელები – IHF მსოფლიო თასისთვის, რომელიც ანდორაში გაიმართება. უმცროსებმა პირველი 20 წუთი სერიოზული ბრძოლა გაუმართეს მეტოქეს. ანგარიში 7:7 იყო, როდესაც ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8:1 გაქცევა მოაწყო და ტაიმი 15:8 მოიგო, მატჩი კი – 28:16.

ბაქოში იმყოფება თექვსმეტწლამდელ გოგონათა ნაკრები. ქართველებმა უკვე ორი საკონტროლო მატჩის გამართვა მოასწრეს. თავისზე 2 წლით უფროსებთან დამარცხდნენ, ხოლო აზერბაიჯანელ თანატოლებს 43:21 მოუგეს.

ხელბურთის ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. გლდანი

26 აპრილი

ქარელი – ლაგოდეხი 10:0 (ლაგოდეხი არ გამოცხადდა)

წყალტუბო – შევარდენი 21:9

რუსთავი – ქუთაისი 17:32

საბოლოო: ქუთაისი 10 ქულა, წყალტუბო 8, რუსთავი 6, შევარდენი 4, ქარელი 2, ლაგოდეხი 0

ქუთაისის გუნდი. 1. ვახტანგ კუპატაძე 12. გიორგი კუპატაძე – 2. დემურ ნოდია 3. ბიძინა გიორგაძე 4. თორნიკე სულაბერიძე 5. სანდრო კვიცარიძე 6. გიორგი კლდიაშვილი 7. გიგა მამისეიშვილი 8. გოჩა ჭელიძე 9. ივერი თოდაძე 10. გიორგი მერკვილაძე 11. შოთა არსენიძე 13. ვაჟა კუპატაძე 14. გურამ უჩაძე – მწვრთნელები: დავით გობეჯიშვილი, ეროსი მამასახლისი

დუშეთი, 26 აპრილი. საკონტროლო მატჩი
საქართველო (20წ) – საქართველო (16წ) 28:16

გოლები. 20: აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 6, სიმონია 3, ცხვარაშვილი 3, კოხრეიძე 3, სტურუა 2, . არსენაშვილი 2, გოგოლაძე 1, დემეტრაშვილი 1, ბაძაღუა 1
16: კბილაშვილი 4, რუსტამოვი 3, გოგავა 3, მერკვილაძე 2, ბულბულაშვილი 2, ბიბილეიშვილი 1, ნაზღაიძე 1
მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია მამაცაშვილი

 

Leave a Reply