26/02/14 ტრაბზონმა პრინციპული მეტოქე დაამარცხა

თურქეთის ჩემპიონატში პრინციპული მატჩი მოიგო გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის გუნდმა. ტრაბზონმა შინ დაამარცხა ანკარა – 28:25. 2 გოლი მსხვილიძემ გაიტანა.

ანკარა და ტრაბზონი მეზობლები არიან სატურნირო ცხრილში. ამ თამაშამდე ტრაბზონი 5 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, ახლა კი სხვაობა სამამდე შეამცირა და მეოთხე პოზიციაც გაიმყარა. პლეიოფში 8 გუნდი გადის. ტრაბზონს 21 თამაშის შემდეგ 13 მოგება და 1 ფრე აქვს.

თურქეთის ჩემპიონატი 21. ტური. ტრაბზონსფორი – ანკარა 28:25

ტრაბზონი: სედათი, ადემი – ო. გეორგიევსკი 11, პოლიაკი 7, ვახნოვიჩი 3, სამეთი 3, ისმაილი 2, მსხვილიძე 2. ს. გეორგიევსკი, სერქანი

21 ტურის შემდეგ: ბეშიქთაში 41 ქულა, ანკარასფორი 32 (20 თამაშიდან), ანკარა 30, ტრაბზონი 27, მერსინი 23, ბურსა 22 (19), მილი პიანგო 21, ანთალია 21 / იზმირი 17, ჯანქაია 16, ისტანბულ კოლეჯი 15, გენჩლერბირლიგი 15, იედითეფე 11, ადანა 0 (20)

Leave a Reply