26/02/14 ქარიშხალა სამი მოგებით დაწინაურდა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის მესამე დღეს მესამე გამარჯვება მოიპოვა თბილისის ჩემპიონმა ქარიშხალამ, რომელმაც დაამარცხა დასავლეთის ლიგის გამარჯვებული ფოთი – 36:22.

 

მეორე ლიდერი, გორის გუნდი ამ დღეს ისვენებდა, ხოლო მეორე მატჩში თბილისის მამულმა 34:30 მოუგო ყვარელს. ამ თამაშამდე არცერთ გუნდს ქულა არ ჰქონდა. მამულმა იოლად მოიგო პირველი ტაიმი – 22:12. ყვარლის მწვრთნელებმა სკამზე დასვეს გუნდის ლიდერი დოლმაზაშვილი და თავის გამოჩენის საშუალება სხვებს მისცეს. მეთოდმა გაამართლა – კახელებმა თამაშის მიწურულს სხვაობა სამამდე შეამცირეს, და, მართალია, 30:34 წააგეს, მაგრამ დაამტკიცეს, რომ ერთი მოთამაშის გუნდი არ არიან.

ხვალ სპორტკომპლექს არენაში ორი მატჩია – გორი-მამული, ყვარელი-ფოთი. ქარიშხალა ისვენებს და გორელებს შანსი აქვთ, ლიდერს დაეწიონ.

საქართველოს ჩემპიონატი

1998-98, ბიჭები. საგაზაფხულო ეტაპი

პირველი ხუთეული

ფოთი, გორი, ყვარელი, ქარიშხალა, მამული

26 თებერვალი , არენა 1

ქარიშხალა – ფოთი 36:22

ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ბულბულაშვილი 10, კბილაშვილი 7, მამულაშვილი 6, არსენაშვილი 5, გოგუა 3, ფერაძე 1, წიკლაური 1, კვირკველია 1, ჯინჭარაძე 1, უნდიაშვილი 1

ფოთი: ფოთი: ზარგინავა, ჯანელიძე – მიქაძე 7, ბერაია 5, ბიბილეიშვილი 4, ჯიქია 3, ბაჯალაძე 1, შარტავა 1, წულაია 1, გვასალია, გურეშიძე, ლორთქიფანიძე, მიქაია

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

მამული – ყვარელი 34:30

მამული: დავითაშვილი, წულიაშვილი – ისმაილოვი 9, კორაშვილი 9, შევჩენკო 8, სხვიტარიძე 5, თოდუა 3, ძაგანია, ტალახაძე, სექანია, ცხვედიანი, სამადაშვილი, ლაგვილავა, არუთინოვი

ყვარელი: მოლაშვილი, მამუკიშვილი – ჭერაშვილი 11, ხაჩიშვილი 6, დოლმაზაშვილი 5, ჯიქურიშვილი 4, მეტრეველი 2, ბურკაძე 1, ცუკილაშვილი 1, ელოშვილი, ბეჟანიშვილი

მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი

ქარიშხალა 6 ქულა (3 თამაშიდან), გორი 4 (2) მამული 2 (2), ფოთი 0 (2), ყვარელი 0 (3)

27 თებერვალი, არენა 1

16:00 გორი – მამული

17:30 ყვარელი – ფოთი

28 თებერვალი, არენა 1

16:00 ქარიშხალა – გორი

17:30 მამული – ფოთი

მეორე ხუთეული (თელავი, პეგასი, სამტრედია, იმედი, ზუგდიდი) ითამაშებს თბილისში, 3-7 მარტს. საერთო ტური – 24-28 მარტს. საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.

 

Leave a Reply