26/02/14 მერვედფინალის წყვილები ცნობილია


გაიმართა ჩემპიონთა ლიგის კაცების ტურნირის მერვედფინალის წილისყრა. პირველი მატჩები გაიმართება 19-23 მარტს, საპასუხო შეხვედრები – 26-30 მარტს.

მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვესპრემი (უნგ)
ვარდარი სკოპიე (მკდ) – ჰამბურგი (გერ)
ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ)
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კილი (გერ)
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კოლდინგი (დან)
ცელიე ლაშკო (სლნ) – ფლენზბურგი (გერ)
გორენიე ველენიე (სლნ) – პსჟ (საფ)
კელცე (პოლ) – ლიოვენი (გერ).

ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული 8 გუნდი გავა მეოთხედფინალში, რომელიც აპრილში გაიმართება, ხოლო ოთხი საუკეთესო გუნდი ითამაშებს ოთხთა ფინალში. ტურნირი კიოლნში მოეწყობა 31 მაისს და 1 ივნისს.

Leave a Reply