23/03/14 ოთხი სლოვენიელი ამარცხებს სენ ჟერმენს
ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალები გრძელდება. შაბათს სამი მატჩი გაიმართა, კვირას დარჩენილი 4 თამაშია, ხოლო მომდევნო კვირაში – საპასუხო შეხვედრები.
პოლონეთის კელცე პირველ ტაიმში მეკარე სლავომირ შმალის წყალობით 15:7 უგებდა გერმანიის ლიოვენს, მაგრამ თამაში ხელახლა გაუხდა მოსაგები. გერმანელებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს ანგარიში – 20:20 და ბოლომდე იბრძოლეს. კელცემ თამაშის მიწურულს პიოტრ ხრაპკოვსკის კარგი თამაშის წყალობით მოიგო – 32:28. მასპინძელთა შორის საუკეთესოები იყვნენ პოლონეთის ნაკრების ლიდერები – ლიევსკი (9 გოლი), ბილეცკი და იურეცკი, უკვე ნახსენები ხრაპკოვსკი, ასევე ხორვატი ჩუპიჩი და სლოვენიელი ზორმანი (ყველამ 4-4 გოლი გაიტანა). ლიოვენში ყველაზე მეტი შეაგდეს პატრიკ გრიოცკიმ (7) უვე გენშმაიერმა (6) და ისლანდიელმა ალექსანდრ პეტერსონმა (5).
თასის მფლობელმა, ჰამბურგმა ფრედ ითამაშა სკოპიეში, 8000 მაკედონიელი მაყურებლის თვალწინ, ვარდართან – 28:28. მასპინძელთა შორის 9 გოლი გაიტანა რუსმა გარემარბმა ტიმურ დიბიროვმა, ჰამბურგში ამდენივე შეაგდო შტეფან შრიოდერმა.
პარი სენ ჟერმენი სტუმრად დამარცხდა სლოვენიაში, გორენიე ველენიესთნ – 28:30. მასპინძლებმა მოახერხეს პარიზელთა ვარსკვლავების მიქელ ჰანსენის (3 გოლი) და დანიელ ნარსისის (3) გაუვნებლება. სტუმართაგან ყველაზე შედეგიანები იყვნენ მონტენეგროელი ფაჰრუდინ მელიჩი (7) და ხორვატი მარკო კოპლიარი (5), მაშინ, როდესაც სლოვენიურმა კვარტეტმა – მარიო შოშტარიჩმა (9). სტას სკუბემ (8), მარკო დუიმოვიჩმა (6) და ნიკო მედვედმა (4) თავისი გუნდის 30-დან 27 გოლი გაიტანა.
ფოტო: კელცე – ლიოვენი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები
22 მარტი
კელცე (პოლ) – ლიოვენი (გერ) 32:28
ვარდარ სკოპიე (მკდ)- ჰამბურგი (გერ) 28:28
ველენიე (სლნ) – პსჟ (საფ) 30:28
20 მარტი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კილი (გერ) 28:31
23 მარტი
18:00 ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ)
19:55 მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კოლდინგი (დან)
22:00 ვისლა პლოცკი (პოლ) – ვესპრემი (უნგ)
22:15 ცელიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ)