EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

23/03/14 მსხვილიძის 11, ჭანტურიას 5, ჩიქოვანის 2

მორიგი მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების უცხოურმა კლუბებმა. თურქეთში დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი და პლეიოფის დრო დადგა. რატი მსხვილიძემ 11 გოლი გაიტანა ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც ტრაბზონსფორმა 31:29 დაამარცხა ანკარის მილი პიანგო. გიგა ტორონჯაძეს არ უთამაშია. ტრაბზონმა რეგულარულ პირველობაში მეოთხე ადგილი დაიკავა 35 ქულით.

 

თურქეთი. რეგულარული სეზონის შემდეგ: 1. ბეშიქთაში 49, 2. ანკარასფორი 39, 3. ანკარა 39, 4. ტრაბზონსფორი 35, 5. ბურსა 30, 6. მერსინი 25, 7. მილი პიანგო 23, 8. გენჩლერბირლიგი 22 – 9. იზმირი 21, 10. ანთალიასფორი 21, 11. ისტანბული 21, 12. ჯანქაია 20 – 13. იედითეფე 19, 14. ადანა 0

რუმინეთში რეგულარული სეზონის დასრულებამდე რჩება ერთი ტური, რომელიც 9 აპრილს გაიმართება, თუმცა, ქართული კლუბებისთვის ყველაფერი გარკვეულია. შტიინცა ბაკეუ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დარჩება და პლეიოფში ითმაშებს, ხოლო პოლიტექნიკა ტიმიშოარა მეათეზე იქნება და პლეიაუტის თამაში მოუწევს. ბოლოსწინა ტურში ბაკეუ 28:36 დამარცხდა ბუქარესტის დინამოსთან (შოთა თევზაძეს და ვლადიმერ რუსიას არ უთამაშიათ), ხოლო ტიმიოშარამ წააგო პოტაისა ტურდასთან – 25:27. ირაკლი ჩიქოვანმა 2 გოლი გაიტანა.

რევაზ ჭანტურია თანაგუნდელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ევროპის ხელბურთისფედერაციის თასზე. ზომიმაკ სტრუმიცა ჯგუფურ ეტაპზე მეხუთედაც დამარცხდა – შინ, მონპელიესთან, ხოლო ქართველმა გარემარბმა 5 გოლი გაიტანა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ტიერი ომაიერის კარში. თავის მხრივ, ერთი გოლი ომაიერმაც შეაგდო და მონპელიემ სტუმრად 32:19 გაიმარჯვა.

ფოტო: რატი მსხვილიძე (24)

 

Leave a Reply