23/04/14 გადამწყვეტი ბრძოლა ექვსეულისთვის

ორშაბათიდან გლდანის სახელბურთო დარბაზში გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. ხელბურთელები გლდანში ორშაბათს ითამაშებენ, ხოლო შემდეგ საბურთალოზე, სპორტკომპლექს არენაში გადავლენ.

5 დღეში 25 მატჩი უნდა გაიმართოს და გამოვლინდეს ექვსეული, რომელიც უშუალოდ იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის. ფინალური ექვსეულის ტურნირზე, რომელიც 5-9 მაისს გაიმართება, ბრძოლას ყველა თავიდან, 0 ქულით დაიწყებს.

4-4 თამაშის შემდეგ ექვსეულში გასვლის საუკეთესო შანსები აქვს სამ თბილისურ გუნდს – ქარიშხალას, პეგასსა და იმედს, დანარჩენი 3 ადგილისთვის კი უმძაფრესი ბრძოლაა მოსალოდნელი. შანსი ჯერ არავის დაუკარგავს.

ამ ასაკის ბიჭები და გოგონები 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადებიან. აპრილში, საქართველოს ჩემპიონატისგან თავისუფალ დროს, გაიმართება საწვრთნელი კემპი, რომელზეც ნაკრების ყველა კანდიდატს ჯორჯე რაშიჩი, ნაკრები გუნდების კოორდინატორი ავარჯიშებს. 15-20 მაისს, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბიჭებისა და გოგონების ნაკრებები თბილისში, ჯემალ ცერცვაძის 75 წლისთვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ.

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

საგაზაფხულო ეტაპი, საერთო ტური. 24-28 მარტი

24 მარტი, გლდანი

12:00 გორი – იმედი

13:30 მამული – თელავი

15:00 პეგასი – ფოთი

16:30 ქარიშხალა – სამტრედია

18:00 ზუგდიდი – ყვარელი

25 მარტი

12:00 ზუგდიდი – მამული, არენა 2

13:30 თელავი – ქარიშხალა, არენა 2

15:00 ყვარელი – პეგასი, არენა 2

16:00 იმედი – ფოთი, არენა 1

17:30 გორი – სამტრედია, არენა 1

26 მარტი

12:00 მამული – პეგასი, არენა 2

13:30 ყვარელი – იმედი, არენა 2

15:00 თელავი – გორი, არენა 2

16:00 ზუგდიდი – ქარიშხალა, არენა 1

17:30 სამტრედია – ფოთი, არენა 1

27 მარტი

12:00 თელავი – ყვარელი, არენა 2

13:30 მამული – სამტრედია, არენა 2

15:00 პეგასი – გორი, არენა 2

16:00 ფოთი – ზუგდიდი, არენა 1

17:30 ქარიშხალა – იმედი, არენა 1

28 მარტი

12:00 თელავი – ფოთი, არენა 2

13:30 ყვარელი – სამტრედია, არენა 2

15:00 ზუგდიდი – გორი, არენა 2

16:00 მამული – იმედი, არენა 1

17:30 პეგასი – ქარიშხალა, არენა 1

მდგომარეობა (მ, ფ, წ, სხ, ქ)

ქარიშხალა– 4-0-0 +52–8

პეგასი ——-4-0-0 +39–8

იმედი——–3-0-1 +18–6

გორი———2-0-2 +20–4

ზუგდიდი –2-0-2 -12–4

ფოთი——–2-0-2 -15–4

——————————

მამული——2-0-2 -16–4

სამტრედია–1-0-3 -20–2

თელავი——0-0-4 -25–0

ყვარელი —–0-0-4 -41–0

საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 5-9 მაისს.

 

Leave a Reply