24/03/14 ბარსელონამ მეოთხედფინალი გაინაღდა

დასრულდა მერვედფინალის პირველი წრე სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაში. საპასუხო მატჩები 29-31 მარტს გაიმართება.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც დიდი უპირატესობა მოიპოვა პირველ მატჩში, ბარსელონაა, რომელმაც სტუმრად 29:22 დაამარცხა დანიის ოლბორგი. წააგო მეორე დანიურმა გუნდმაც – კოლდინგი სკოპიეში 17:23 დამარცხდა მეტალურგთან. მაკედონიური კლუბის მოგება უზრუნველჰყო ორმა მოთმაშემ, სერბმა მეკარემ დარკო სტანიჩმა და 39 წლის სლოვენიელმა რენატო ვუგრინეცმა, ვინც 13 გოლი გაიტანა.

დანარჩენ ორ მატჩში მასპინძლებმა თითო ბურთით მოიგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრებში უნგრული ვესპრემი და გერმანული ფლენზბურგი ფავორიტები იქნებიან პოლონეთის ვისლასა და სლოვენიის ცელიესთან.

ფოტო: რენატო ვუგრინეცი

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები

23 მარტი

ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ) 22:29

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კოლდინგი (დან) 23:17

ვისლა პლოცკი (პოლ) – ვესპრემი (უნგ) 34:33

ცელიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ) 26:25

22 მარტი

კელცე (პოლ) – ლიოვენი (გერ) 32:28

ვარდარ სკოპიე (მკდ)- ჰამბურგი (გერ) 28:28

ველენიე (სლნ) – პსჟ (საფ) 30:28

20 მარტი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კილი (გერ) 28:31

საპასუხო მატჩები 29-31 მარტს

Leave a Reply