24/03/14 ქარიშხალა, პეგასი, იმედი…

გლდანის სახელბურთო დარბაზში დღეს გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. საგაზაფხულო ეტაპის მონაწილე 10 გუნდი ფინალურ ექვსეულში გასასვლელად იბრძვის.

 

დღეს მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ლიდერებმა – თბილისის ქარიშხალამ და პეგასმა. ისინი უდანაკარგოდ მიდიან. 8 ქულა აქვს იმედს. ამ სამ გუნდს ყველაზე კარგი შანსები აქვს ფინალში გასასვლელად, დანარჩენი 3 საგზურისთვის კი მძაფრი ბრძოლაა.

ჯერჯერობით უკეთეს სიტუაციაში არიან ზუგდიდი და მამული. ამ ორმა გუნდმა დღეს მესამე მოგება ჩაიწერა აქტივში. ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა მამულის და თელავის თამაში. თელაველებს ჯერ ქულა არა აქვთ, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გაწიეს და მეორე ტაიმში გაათნაბრეს ანგარიში, თუმცა, მამულმა ბოლო 10 წუთში მაინც მოუმატა და მოიგო – 34:30. 15-15 გოლი გაიტანეს თელაველმა ბექა დანელიშვილმა და თბილისელმა თამაზ კორაშვილმა.

სათამაშო კიდევ 4 დღეა. სამშაბათიდან ტურნირი სპორტკომპლექს არენაში გადაინაცვლებს.

ფოტო: ქარიშხალა – სამტრედია

საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები

საგაზაფხულო ეტაპი, საერთო ტური. 24-28 მარტი

24 მარტი, გლდანი

გორი – იმედი 33:41

გორი: ვათიაშვილი – მურადაშვილი 9, ტარუაშვილი 7, მჭედლიშვილი 5, ნიაზაშვილი 5, ტიელიძე 3, დალაქიშვილი 3, ქესანაშვილი 1, ბეთლემიშვილი, თომაშვილი, ღვინიაშვილი

იმედი: ხარაიშვილი, როკაშვილი – ჰუსეინოვი 10, რუსტამოვი 6. მღებრიშვილი 6, დვალიძე 5, მიქავა 5, ბაინაზაშვილი 4, იობაშვილი 3, თურქაძე 2, საძაგლიშვილი, მელაშვილი, კვირკველია, ჯაბანაშვილი

მამული – თელავი 34:30

მამული: დავითაშვილი, წულიაშვილი – კორაშვილი 15, ტალახაძე 5, შევჩენკო 5, სხვიტარიძე 4, თოდუა 3, ისმაილოვი 2, ძაგანია, სექანია, ცხვედიანი, არუთინიანი, სამადაშვილი

თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 15, კაიშაური 9, ყორიაული 3, ბაჩიაშვილი 3, გიგაური, აღვინოვი, ხელაშვილი, საღირაშვილი, მესხიშვილი, გაგნიძე

პეგასი – ფოთი 39:24

პეგასი: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – გოგავა 9, გაწერელია 8, ცხოვრებაძე 6, ზარნაძე 6, ნაზღაიძე 4, ლაპიაშვილი 3, მაისურაძე 2, ხვადაგიანი 1, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე, ბაბუციძე

ფოთი: ზარგინავა – ბიბილეიშვილი 11, მიქაძე 6, ბაჯალაძე 2, ბერაია 2, გვასალია 2. ჯიქია 1, გურეშიძე, მიქაია

ქარიშხალა – სამტრედია 31:21

ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდაშელი – კბილაშვილი 12, ფერაძე 6, ბულბულაშვილი 4, არსენაშვილი 3, გოგუა 3, მამულაშვილი 2, წიკლაური 1, ჯინჭარაძე, ფხაკაძე, აროშიძე, კვირკველია, ფარესიშვილი

სამტრედია: გოგუა 1 – ანტონოვიჩი 5, ცხვარაძე 5, ბოცვაძე 4, ჯორბენაძე 3, ძნელაძე 2, ზურაბიანი 1, ხვიჩია

ზუგდიდი – ყვარელი 27:20

ზუგდიდი: ხასია – გრიგოლია 12, ბულია 6, ძაძამია 3, კუკავა 3, ესართია 2, ხურციძე 1, თოდუა, ჩიქობავა, კვარაცხელია, ეხვაია, გოგოხია

ყვარელი: მამუკიშვილი – ჭერაშვილი 7, ხაჩიშვილი 5, ბურკაძე 4, მეტრეველი 3, ჯიქურიშვილი 1, ელოშვილი, ბეჟანიშვილი, ცუკილაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

მდგომარეობა (მ, ფ, წ, სხ, ქ)

ქარიშხალა– 5-0-0 +62-10

პეგასი ——-5-0-0 +54-10

იმედი——–4-0-1 +26–8

ზუგდიდი —3-0-2 –5–6

მამული——3-0-2 -12–6

გორი———2-0-3 +12–4

——————————

ფოთი——–2-0-3 -30–4

სამტრედია–1-0-4 -30–2

თელავი——0-0-5 -29–0

ყვარელი —-0-0-5 -48–0

საუკეთესო ექვსეული გავა ფინალურ ეტაპზე

25 მარტი

12:00 ზუგდიდი – მამული, არენა 2

13:30 თელავი – ქარიშხალა, არენა 2

15:00 ყვარელი – პეგასი, არენა 2

16:00 იმედი – ფოთი, არენა 1

17:30 გორი – სამტრედია, არენა 1

 

Leave a Reply