21/12/14 გამარჯვება მესამე ცდიდან

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ზედიზედ ორი ფრის შემდეგ (18-18, 27-27), მესამე მატჩში დაამარცხა აზერბაიჯანის გუნდი – 20-19. ორშაბათს, გლდანში,  16 საათზე, ბოლო ამხანაგური მატჩი გაიმართება საქართველოს თექვსმეტწლამდელთა და აზერბაიჯანის თვრამეტწლამდელთა ნაკრებებს შორის.

თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში სტუმრები ლიდერობდნენ. ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა როლანდ ერაძემ და ელისო ჟურულიშვილმა ნაკლებად დატვირთეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, თათია გადელია. ამჯერად ყველაზე შედეგიანები იყვნენ პივოტი მედეა ჩოხელი (6 გოლი) და გარემარბი ქრისტინე ღვალაძე (5). ქართველებმა ძალიან მძიმე მატჩი დასკვნით 15 წუთში გარდატეხეს, ბოლო ორი გოლი კი შეაგდეს თამარ ჩოგოვაძემ და გადელიამ.

ამავე ასაკის ჭაბუკთა გუნდმა მესამე მატჩი გამართა ბელარუსში. ორი გამარჯვების შემდეგ, მათ შორის ამ ქვეყნის თექვსმეტწლამდელთა ნაკრებთან, კვირას ქართველებმა ფრედ დაასრულეს შეხვედრა მინსკის კლუბ ალკატრონთან – 23-23. ნაკრები ბელარუსში კიდევ 2 მატჩს გამართავს და 23 დეკემბერს შინ გამოემგზავრებს.

საქართველო (16წ)  – აზერბაიჯანი (18წ) 20-19

21 დეკემბერი, გლდანი

საქ: ჩაჩუა, ყაველაშვილი, ვარდიშვილი – ჩოხელი 6, ღვალაძე 5, გაბისონია 4, გადელია 4,  ჩოგოვაძე 1, კუნელაშვილი, ქიტესაშვილი, ბერიძე, მორჩაძე, თეთრაშვილი, ჯაღათაშვილი, გიორგაძე

აზ: მ. მუსაევა 1, სალამოვა – კალმიკოვა 8, რასულოვა 4, გ. გულიევა 3, სმაგინა 1,  ბაგიროვა 1, მამადოვა 1, ალიევა, ნაგიევა , გაჰრამანოვა, ს. მუსაევა, ბაირამოვა, ნ. გულიევა

მსაჯები: ი. ჭკუასელი, ზ. ცინცაძე

Leave a Reply