22/12/14 ნორვეგია ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის ქალთა ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო ნორვეგიამ, ვინც ფინალში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ესპანეთი და ორი წლის წინ დაკარგული ტიტული დაიბრუნა.

თანაბარი დასაწყისის შემდეგ (3-3) ნორვეგიამ 11 წუთი გოლი ვერ გაიტანა. მეკარე ნავარომ მოიგერია ყელაფერი, მათ შორის ნორა მორკის შვიდმეტრიანი და მსოფლიოს საუკეთესო პივოტის, ჰაიდი ლოკეს 3 დარტყმა 6 მეტრიდან, გამთამაშებელმა ნერეა პენიამ კი პირველ ტაიმში 7 გოლი გაიტანა. ესპანეთი წინ გავიდა – 10-5, მე-18 წუთზე.

ნორვეგიელთა ისლანდიელმა მწვრთნელმა ჰერგეირსონმა ტაიმ-აუტი აიღო და სიტუაცია შეიცვალა. ზედიზედ 3 გაშვებული გოლის შემდეგ უკვე პენიამაც ვეღარ გაიტანა შვიდმეტრიანი და დასრულებამდე 30 წამით ადრე ლოკეს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ააცილა, ხოლო კონტრშეტევაში აგილარმა სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა – ესპანეთმა ტაიმი 12-10  მოიგო.

შესვენების შემდეგ ნორვეგიამ მყისვე გაათანაბრა და 37-ე წუთზე მორკმა 2 ბურთით დააწინაურა თავისიანები 17-15. თამაშში წაუვიდა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე სილიე სოლბერგს, ვინც ამ ტურნირზე წარმატებით შეცვალა ორსულობის გამო არმყოფი კატრინ ლუნდე. კუთხდან 3 გოლი გაიტანა მისმა ტყუპისცალმა შარლოტმა, 7 გოლი დაუგროვდა მორკს, ხოლო ცაცია ვეტერანის, ლინ-კრისტინ რიგელჰუტ-კორენის ათივე ტყორცნა ფინალში ზუსტი იყო. 48-ე წუთზე ანგარიში 24-20 გახდა.

მაგრამ ესპანეთი არ დანებდა. პენიამ დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა ერთ გოლამდე დაიყვანა (25-26) და მომდევნო ორ შეტევაში გუნდი ანგარიშის გასათანაბრებლადაც წავიდა, მაგრამ კუთხიდან ჯერ მარტინმა ააცილა, შემდეგ – პინედომ, ამასობაში კი რიგელჰუტ-კორენმა სირენამდე 2 წუთით ადრე სხვაობა ისევ ორბურთიანი გახადა, ბოლო წამებზე კი შვიდმეტრიანიც შეაგდო, 28-25.

ბრინჯაოს მედლისთვის შვედეთმა დაამარცხა აწ უკვე ექსჩემპიონი, მონტენეგრო – 25-23.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები

7-21 დეკემბერი, უნგრეთი-ხორვატია

21 დეკემბერი, ბუდაპეშტი

მესამე ადგილისთვის

შვედეთი – მონტენეგრო 25-23

ფინალი

ნორვეგია – ესპანეთი 28-25

ნორ: ს. სოლბერგი (15/37), სანდო (2/5) – რიგელჰუტ-კორენი 10 (5 პენალტი), მორკი 7 (6 პასი),  შ. სოლბერგი 3,  ოფტედალი 2,  ლოკე 2, ბ. რიგელჰუტი 2, კრისტიანსენი 1, ალსტადი 1, ჰერემი, იაკობსენი, ბრეივანგი, ვიბე, კარლსონი, არნცენი

ესპ: ნავარო (11/39), ტემპრანო – პენია 10 (5 პენალტი), მარტინი (4), კაბრალი 4 (4 ჩაჭრა),  მანგე 3 (4 პასი), აგილარი 2, ჩავესი 1, პინედო 1, ფერნანდესი, ელორსა, გონსალესი, ლოპესი, ეგოსკე, ნუნიესი, ესკრიბანო

ლასლო პაპის არენა, 7500 მაყურებელი

ქალთა ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები

1994 – 1. დანია 2, გერმანია 3. ნორვეგია 4, უნგრეთი

1996 – 1. დანია 2. ნორვეგია 3. ავსტრია. 4. გერმანია

1998 – 1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. ავსტრია

2000 – 1. უნგრეთი 2, უკრაინა  3. რუსეთი 4, რუმინეთი

2002 – 1. დანია 2. ნორვეგია 3. საფრანგეთი 4. რუსეთი

2004 –  1. ნორვეგია 2. დანია 3. უნგრეთი 4. რუსეთი

2006 – 1. ნორვეგია 2. რუსეთი 3. საფრანგეთი 4. გერმანია

2008 – 1. ნორვეგია 2. ესპანეთი 3. რუსეთი 4. გერმანია

2010 – 1. ნორვეგია 2. შვედეთი 3, რუმინეთი 4, დანია

2012 – 1. მონტენეგრო 2. ნორვეგია 3. უნგრეთი 4. სერბეთი

2014. – 1. ნორვეგია 2. ესპანეთი 3. შვედეთი 4. მონტენეგრო

Leave a Reply