EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

20/12/14 ჭაბუკთა ნაკრებმა ბელარუსში ორჯერ მოიგო

ბელარუსში ტურნეზე მყოფმა საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრებმა უკვე ორი მატჩის გამართვა მოასწრო და ორივე მოიგო.

პარასკევს ჩვენი ოლიმპიური გუნდის მეტოქე იყო ბელარუსის ამავე ასაკის (1998) ნაკრები და ქართველებმა 30-28 მოიგეს, ხოლო  შაბათს დაამარცხეს ოლიმპიური რეზერვის რესპუბლიკური ცენტრის თანატოლები – 38-33. ორივე თამაში მინსკში გაიმართა.

ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ქობელაშვილმა ტელეფონით გვაცნობა, რომ ტურნე ნაყოფიერად მიმდინარეობს. ნაკრები დღეში თითოჯერ ვარჯიშობს და თამაშობს. კვირას და ორშაბათს კიდევ ორი მატჩია დაგეგმილი, 23 დეკემბერს კი გუნდი საქართველოში დაბრუნდება და საშობაო არდადეგებზე წავა.

მინსკი, 19 დეკემბერი

ბელარუსი (16წ) – საქართველო (16წ) 28-30

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 9, არსენაშვილი 5,  ფერაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, იობაშვილი 2, მაისურაძე 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მიქავა, მამულაშვილი, ზაა;ლიშვილი

20 დეკემბერი

ოლიმპიური რეზერვების ცენტრი – საქართველო 33-38

ფოტო: გიორგი ქობელაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარი თურქია

Leave a Reply