20/11/14 ყვარელი ერთპიროვნული ლიდერია
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე მეორე წრე პარასკევს დასრულდება, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერი უკვე ცნობილია. ყვარლის გუნდმა (მწვრთნელები სურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი) მეორე უშუალო კონკურნტი, თბილისის პეგასიც დაამარცხა – 15:14 და მეტოქეებისთვის მიუწვდომელია.
შარშანდელ ჩემპიონთან, მამულთან მოგების შემდეგ გუნდს მეორე მძიმე თამაში ჰქონდა. პირველი ტაიმი პეგასმა 9:8 მოიგო, მაგრამ მეორეში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ქიტესაშვილმა და კუნელაშვილმა მოახერხეს თამაშის გარდატეხა. კარგად ითამაშა მეკარე გუბელაძემაც, რის შემდეგაც ყვარელი 3 ბურთით წინ გავიდა – 13:10. თამაშის ბოლომდე პეგასის ლიდერმა, ვენეცკიმ რამდენიმე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დროც ზუსტად აქ ამოიწურა – 15:14.
პარასკევს ლიდერთა სამეულის კიდევ ერთი მატჩია. გლდანში, სამის ნახევარზე ითამაშებენ მამული და პეგასი და გაარკვევენ, ვინ დაასრულებს მეორე წრეს მეორე ადგილზე.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
მეორე წრე. გლდანი, 17-21 ნოემბერი
19 ნოემბერი
პეგასი – ქარიშხალა 20:6
მამული – იმედი 10:0
20 ნოემბერი
ქარიშხალა – იმედი 10:4
ყვარელი – პეგასი 15:14
ყვ: გუბელაძე – ს. იორდანიშვილი 4, კუნელაშვილი 3, ქიტესაშვილი 3, თეთრაშვილი 3, თ. იორდანიშვილი 2, მიხელიძე, კუპატაძე
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ვენეცკი 7, მორჩაძე 3, ჩოხელი 2, ბერიძე 1, ჩოგოვაძე 1, შოშიტაშვილი
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
მდგომარეობა: ყვარელი 16 ქულა (9 თამაშიდან), მამული 14 (9), პეგასი 14 (9), ფოთი 6 (6), წყალტუბო 4 (6), ქარიშხალა 4 (9), იმედი 0 (10)
21 ნოემბერი. 13:00 ყვარელი – ქარიშხალა, 14:30 პეგასი – მამული