21/11/14 ყვარელი, პეგასი, მამული…

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატს მეორე წრის შემდეგ ლიდერობს ყვარლის გუნდი, ხოლო მეორეზე გადაინაცვლა პეგასმა, რომელმაც დღეს გლდანში დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი, მამული – 29:24.

სამივე ამ გუნდმა პირველი წრე თანაბარი ქულებით დაასრულა, მაგრამ მეორეში ყვარელმა ორივე კონკურენტი დაამარცხა, საშუალედო მეორე ადგილისთვის მატჩში კი პეგასი მთელი თამაში უგებდა მამულს და საბოლოოდ ხუთურთიანი უპირატესობით აჯობა. მამულს ამ ტურში პრობლემები ჰქონდა, რადგან აკლდა ძირითადი გამთამაშებელი, ყველაშვილი.

მეორე წრე არ უთამაშიათ ფოთისა და წყალტუბოს გუნდებს, რომელთაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. შეჯიბრება 2015 წელს გაგრძელდება.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მეორე წრე. გლდანი, 17-21 ნოემბერი

21 ნოემბერი

ყვარელი – ქარიშხალა 12:3

პეგასი – მამული 29:24

პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 9, ჩოხელი 8, ვენეცკი 6, მორჩაძე 4, ბერიძე 2, შოშიტაშვილი, სარაჯიშვილი, ქებაძე

მამ: ვარდიშვილი – ღვალაძე 7, ნარიმანიძე 6, გაბისონია 5, ჯაღათაშვილი 4, ომიაძე 1, გიორგაძე 1, ხონელიძე

მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

მდგომარეობა: ყვარელი 18 ქულა (10 თამაშიდან), პეგასი 16 (10), მამული 14 (10), ფოთი 6 (6), წყალტუბო 4 (6), ქარიშხალა 4 (10), იმედი 0 (10)

Leave a Reply