21/11/14 სპარინგ მატჩების სერიალი გლდანში

ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საწვრთნელი მატჩების სერია საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს, სახელბურთო კლუბ სამტრედიასა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის.

აზერბაიჯანის ნაკრებს შეკრება ჰქონდა ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში და კარგი სპარინგ-პარტნიორობა გაუწია ქართულ გუნდებს.

სამტრედიელებს 29 და 30 აპრილს, ევროპული ჩელენჯ კაპის ორი მატჩი აქვთ ფინეთში, რიიჰიმიაენ კოქსთან და ასევე შეკრებაზე არიან გლდანში. მათი თავკაცი გოგი ხელისუფალი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებს ცდიდა და შედეგისთვის ყურაღდება არ მიუქცევია. კლუბი 26 ნოემბერს გაემგზავრება ფინეთში. სამტრედიის შასშანდელ შემადგენლობას წლეულს, სეზონის წინ დაემატნენ მეკარე გიორგი სამყურაშვილი და უკანახაზელი გია წივწივაძე, სპეციალურად ამ ტურნირისთვის კი გუნდს გააძლიერებენ სტუ-ს მარცხენა გარემარბი ილია გოგალაძე და პეგასის მარჯვენა კუთხე გიორგი დიხამინჯია.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მზადებას აგრძელებს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის. გარი თურქიასა და გიორგი ქობელაშვილს 20-კაციანი შემადგენლოობა შერჩეული ყავთ. ნაკრები ვარჯიშებს აგრძელებს. უახლოეს ხანში დაგეგმილია ამხანაგური მატჩები სომეხ ჭაბუკებთან და საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებთან (მწვ. ტიტე კალანდაძე), ხოლო წლის ბოლომდე გუნდი აუცილებლად გაემგზავრება უცხოეთშიც.

გლდანის ხელბურთის აკადემიაში ყოველდღიურად ვარჯიშობს გოგონათა ნაკრებიც. ამ გუნდსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს – როლანდ ერაძე, წარსულში საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების მეკარე. ერაძესა და ელისო ჟურულიშვილის იგივე მიზანი აქვთ, რაც თურქია-ქობელაშვილის დუეტს – თბილისი-2015. ამავე დროს, გოგონათა ნაკრებს 20-22 მარტს თბილისში უწევს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის წინააღმდეგ.

ამხანაგური მატჩები. გლდანი, 18-21 ნოემბერი

18 ნოემბერი

საქართველო 16წ – აზერბაიჯანი 20წ 27:18

17 ნოემბერი

საქართველო 16წ – სამტრედია 31:31

სამტრედია – აზერბაიჯანი 20წ 28:32

18 ნოემბერი

საქართველო 16წ (მეორე ნაკრები) – აზერბაიჯანი 20წ 26:30

საქართველო 2 – დ. მამულაშვილი, დავითაშვილი – ბაინაზიშვილი 7, შევჩენკო 5, დოლმაზაშვილი 4, კორაშვილი 4, სხვიტარიძე 2. ზაალიშვილი 2, მიქავა 2, გოგუა, ბაზანოვი

სამტრედია – საქართველო 16წ 28:22

სამ: ხონელიძე, სამყურაშვილი – გ. კობახიძე 7, წითელიშვილი 6, ხაჟომია 4, დიხამინჯია 3, გოგალაძე 2, გ. ნიკურაძე 2, ელგანდაშვილი 1, ზურაბიანი 1, სიხარულიძე 1, ლობჟანიძე 1, წივწივაძე, თევზაძე

ნაკ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – კბილაშვილი 6, ბულბულაშვილი 5, არსენაშვილი 4, ზარნაძე 3, რუსტამოვი 2, მერკვილაძე 1, იობაშვილი 1

19 ნოემბერი

საქართველო 16წ – აზერბაიჯანი 20წ 27:25

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ბულბულაშვილი 6, მაისურაძე 5, მერკვილაძე 4, ზარნაძე 4, რუსტამოვი 2, იობაშვილი 2, ლ. მამულაშვილი 2, კბილაშვილი 1, ფერაძე 1, მიქავა, არსენაშვილი, ზაალიშვილი

აზე: ჯაჰანგიროვი, მეხტიევი – ვალიევი 9, შარიფი 5, აბდულაევი 5, მაჰმუდოვი 3, მამედოვი 2, პატულიაკი 1

ფოტოზე: გიორგი ქობელაშვილი და გარი თურქია

Leave a Reply