18/11/14 საქართველო – აზერბაიჯანი 27:18

ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში ამხანაგური მატჩი გამართეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა და თბილისში სტუმრად მყოფმა აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა ნაკრებმა. თამაში მასპინძლებმა მოიგეს – 27:18.

ჭაბუკთა ნაკრებს, რომელიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, ერთი თვეა, ახალ მწვრთნელი ავარჯიშებს – წარსულში ჩვენი ეროვნული გუნდის ხელბურთელი, გარი თურქია. გუნდმა ახლახან ორკვირიანი შეკრება გაიარა გლდანში და ახლა ამხანაგური მატჩები უწევს.

თამაში დასაწყისიდან ბოლომდე ქართველი ჭაბუკების უპირატესობით მიმდინარეობდა. მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ  (15:8) მასპინძლებმა უპირატესობა უფრო გაზარდეს.

გარი თურქია: – თამაშს არაუშავდა, თუმცა, უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, ცხადია,  გუნდის დღევანდელი კონდიციები საკმარისი არ იქნება. ივლისამდე დიდი  დრო გვაქვს და ვეცდებით, რაც შეიძლება უფრო მეტად გავაუმჯობოსოთ თამაში.

აზერბაიჯანელები კვირის ბოლომდე დარჩებიან თბილისში და კიდევ რამდენიმე სპარინგს გამართავენ როგორც ქართველ ჭაბუკებთან, ასევე სამტრედიის სახელბურთო კლუბთან. სამტრედიელები გლდანში არიან შეკრებაზე და ევროპული ჩელენჯ კაპის ორი მატჩისთვის ემზადებიან ფინურ კლუბ რიიჰიმიაენ კოქსთან.

ამხანაგური მატჩი. გლდანი, 18 ნოემბერი

საქართველო 16წ – აზერბაიჯანი 20წ 27:18

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, დავითაშვილი – კბილაშვილი 5, ფერაძე 4, ბულბულაშვილი 4, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 2, იობაშვილი 2, მაისურაძე 2, არსენაშვილი 2, მამულაშვილი 1, ზარნაძე 1, ზაალიშვილი 1, მიქავა – მწვრთნელები გარი თურქია, გიორგი ქობელაშვილი

აზე: ჯაჰანგიროვი, მეხტიევი – შარიფი 6, აბდულაევი 4, ვალიევი 3, მაჰმუტოვი 2, მამედოვი 2, სულტანოვი 1

მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

 

Leave a Reply