18/11/14 ყვარელმა ჩემპიონი მეორედ დაამარცხა

აქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების სერიალი გოგონათა გუნდებმა განაახლეს. გლდანში შეიკრიბა აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდი და მეორე წრე დაიწყო.

პირველის წრის შემდეგ შეჯიბრებას სამი ლიდერი ჰყავდა – პეგასი, მამული და ყვარელი. სამშაბათს ერთმანეთს მამული და ყვარელი შეხვდნენ.

პირველი ტაიმი ყვარლელებმა 10:9 მოიგეს, შესვენების შემდეგ კარგახანს თანაბარი ბრძოლა იყო, წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხან მეორე, მაქსიმალური სხვაობა კი 2 ბურთზე მეტი არ ყოფილა. ბოლო 10 წუთში თამაში გარდატეხეს დებმა იორდანიშვილებმა, თეთრაშვილმა, მიხელიძემ და მეკარე გუბელაძემ,  რის შემდეგაც ყვარელმა სეზონში მეორედ დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი – 21:17.

ლიდერთა სამეულიდან ხუთშაბათს ითამაშებენ ყვარელი-პეგასი, ხოლო პარსკევს – პეგასი-მამული.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

მეორე წრე. გლდანი, 17-21 ნოემბერი

17 ნოემბერი

მამული – ქარიშხალა 34:6

ყვარელი – იმედი 10:0

18 ნოემბერი

პეგასი – იმედი 16:9

ყვარელი – მამული 21:17

ყვ: გუბელაძე – ს. იორდანიშვილი 6, თეთრაშვილი 4, მიხელიძე 4, თ. იორდანიშვილი 2, ქიტესაშვილი 2, კუპატაძე 2, კუნელაშვილი 1, ლეშკაშელი

მამ: ვარდიშვილი – ჯაღათაშვილი 6, ღვალაძე 4, გაბისონია 4, ნარიმანიძე 1, ომიაძე 1, გიორგაძე 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა: ყვარელი 14 ქულა (8 თამაშიდან), პეგასი 12 (7), მამული 12 (8), ფოთი 6 (6), წყალტუბო 4 (6), ქარიშხალა 2 (7), იმედი 0 (8)

19 ნოემბერი. 13:00 პეგასი – ქარიშხალა, 14:00 მამული – იმედი

20 ნოემბერი. 13:00 ყვარელი – პეგასი, 14:00 ქარიშხალა – იმედი

21 ნოემბერი. 13:00 ყვარელი – ქარიშხალა, 14:00 პეგასი – მამული

ფოტო: თამთა თეთრაშვილი, ყვარელი

Leave a Reply