18/03/14 იმედის ზედიზედ მეორე მოგება

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში. ლიდერმა სტუ-მ დღეს უპრობლემოდ დაამარცხა თელავი – 35:23, ხოლო იმედისა და პეგასის თამაშში დიდი ბრძოლა გაიმართა.

იმედმა ტაიმი საკმაო სხვაობით მოიგო – 18:12. შესვენების შემდეგ ტიტე კალანდაძემ რამდენიმე ახალი მოთამაშე ჩააბა თამაშში და პეგასმა გაიბრძოლა. კარგად შევიდა მოედანზე ბიჭების ნაკრების წევრი მიხეილ ნაზღაიძე , რომელმაც 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა. მან და ვლადიმერ ბაძაღუამ (7 გოლი) კარგი ბმული შექმნეს მარცხენა ფლანგზე, რის შემდეგაც სხვაობა ერთ ბურთამდე დავიდა – 22:23. თამაში ბოლომდე დაძაბული იყო და გადამწყვეტი გამოდგა იმედის მარჯვენა ინსაიდის, რობერტ ბეჟანიშვილის გოლები მატჩის მიწურულს – 31:28.

იმედმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ქულებით დაეწია მესამე ადგილზე მყოფ სამტრედიას. ხვალ სპორტკომპლექს არენაში სტუ-იმედისა და პეგას-თელავის მატჩებით მეორე წრე დასრულდება.

თამაშები ცოცხლად შეგიძლიათ იხილოთ სტრიმზე:

http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

ფოტო: იმედის მწვრთნელი მერაბ მეტრეველი წუთშესვენებაზე. 6 – რობერტ ბეჟანიშვილი

ეროვნული ჩემპიონატი

18 მარტი, არენა 1

სტუ – თელავი 35:23

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 7, აბრამიშვილი 5, სურმავა 4, სტურუა 4, გრიშიკაშვილი 4, ამირანაშვილი 3, სიმონია 3, ლ. არსენაშვილი 2, გოგალაძე 2, გოგოლაძე 1

თელავი: ლილუაშვილი, ა. სამიტაშვილი – დანელიშვილი 6, მღებრიშვილი 6, ნ, სვიმონიშვილი 4, ჯ. ნიკურაძე 2, მაისაშვილი 2, ცისკარიშვილი 2, ი. სამიტაშვილი 1, დიდებაშვილი

იმედი – პეგასი 31:28

იმედი: მღებრიშვილი, ლორია – ბეჟანიშვილი 9, ალანია 7, გ. იობაშვილი 6, აბაშიძე 3, მძელური 3, ჩიკვილაძე 2, რუსტამოვი 1, გიორგაძე, ჯმუხაძე, თაბაგარი, ჩაკვეტაძე, ი. კალანდაძე

პეგასი: ცინცაძე – ბაძაღუა 7, ნაზღაიძე 6, ა. ცხვარაშვილი 4, დიხამინჯია 4, ოსიყმაშვილი 3, კოხრეიძე 1, ლობჟანიძე 1, დემეტრაშვილი 1, ნ. მაისურაძე 1, აბჟანდაძე, ქუთათელაძე, ი. ცხვარაშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

მდგომარეობა (, , , , , )

სტუ————-13-13-0–0-456-292-26

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

სამტრედია—-14–8-0–6-517-471-16

იმედი———-13–8-0–5-395-419-16

პეგასი———-13–4-2–7-400-449-10

ჭაბუკები——-14–2-2-10-392-480–6

თელავი——–13–2-1-10-339-393—5

ქუთაისი——-14–2-1-11-395-533—5

19 მარტი

16:00 თელავი – პეგასი

17:30 იმედი – სტუ

Leave a Reply