17/03/14 სტუ ისევ პირველ ადგილზეა

სპორტკომპლექს არენაში განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში.

ტექნიკური უნივრსიტეტის გუნდმა 38:15 დაამარცხა პეგასი, ქულებით დაეწია, ხოლო ბურთების სხვაობით აჯობა ბათუმს და პირველი ადგილი დაიბრუნა, თანაც 2 მატჩი მარაგში აქვს. პირველი ტაიმი ჩემპიონმა 15:10 მოიგო, შემდეგ ტრავმა მიიღო პეგასის ლიდერმა ალექსანდრე ცხვარაშვილმა, ხოლო სტუ-ს ახალგაზრდა მეკარემ, ირაკლი ხიდეშელმა 30 წუთში სულ 5 ბურთი გაუშვა.

იმედი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი, გიორგი იობაშვილი მეტოქემ თავიდანვე აიყვანა პერსონალურად, მაინც დაწინაურდა თელაველებთან – 7:1, 9:3. თელავი არ დანებდა. მოთამაშე მწვრთნელების, ანდრო ანდრიაშვილისა და ნიკოლოზ სვიმონიშვილის, ასევე ბიჭების ნაკრების პივოტის, ბექა დანელიშვილის მეცადინეობით, შესვენებაზე სხვაობა სულ 2 ქულა იყო – 10:12, ხოლო მეორე ტაიმში კახელები რამდენჯერმე წინაც გავიდნენ. იმედმა ბოლო 10 წუთში გარდატეხა თამაში – 29:27. მოგებულ გუნდში გამოიირჩეოდნენ ცაცია რობერტ ბეჟანიშვილი (8 გოლი), ინსაიდები დავით მძელური (6) და გივი გიორგაძე (5).

ხვალ იმედი ეთამაშება პეგასს, ხოლო სტუ – თელავს.

ფოტო: ანდრო ანდრიაშვილი (14)

ეროვნული ჩემპიონატი

17 მარტი, არენა 1

პეგასი – სტუ 15:38

პეგასი: ცინცაძე, ნარსია – ა. ცხვარაშვილი 3, ოსიყმაშვილი 3, დიხამინჯია 3, ქუთათელაძე 2, ბაძაღუა 2, ნ. მაისურაძე 1, აბჟანდაძე 1, დემეტრაშვილი, კოხრეიძე, ლობჟანიძე, მამაგეიშვილი

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – სიმონია 9, სურმავა 6, აბრამიშვილი 6, ამირანაშვილი 5, გოგოლაძე 5, სტურუა 4, გოგალაძე 3, გრიშიკაშვილი, არსენაშვილი, გვაზავა, ბერძენიშვილი

თელავი – იმედი 27:29

თელავი: ა. სამიტაშვილი – დანელიშვილი 10, ნ. სვიმონიშვილი 5, ანდრიაშვილი 4, გიორგელაშვილი 3, ი. სამიტაშვილი 2, მღებრიშვილი 1, მაისაშვილი 1, დიდებაშვილი 1, ცისკარიშვილი

იმედი: მღებრიშვილი, ლორია – ბეჟანიშვილი 8, მძელური 6, გიორგაძე 5, ალანია 3, აბაშიძე 3, ჩიკვილაძე 2, იობაშვილი 2, ჩაკვეტაძე, ი. კალანდაძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

მდგომარეობა (, , , , , )

სტუ————-12-12-0–0-421-269-24

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

სამტრედია—-14–8-0–6-517-471-16

იმედი———-12–7-0–5-364-391-14

პეგასი———-12–4-2–6-372-418-10

ჭაბუკები——-14–2-2-10-392-480–6

თელავი——–12–2-1–9-316-358—5

ქუთაისი——-14–2-1-11-395-533—5

18 მარტი

16:00 სტუ – თელავი

17:30 იმედი – პეგასი

19 მარტი

16:00 თელავი – პეგასი

17:30 იმედი – სტუ

Leave a Reply