17/03/14 აღმოსავლეთის ოთხეულის სამი დღე

სპორტკომპლექს არენაში დღეს განახლდება ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. ერთმანეთში ითამაშებს აღმოსავლეთის ოთხი გუნდი – სტუ, პეგასი, თელავი და იმედი. ამ ტურის შემდეგ ყველა გუნდს 14-14 თამაში დაუგროვდება და გაირკვევა სიტუაცია მესამე, გადამწყვეტი წრის წინ.

ჯერჯერობით ბათუმი ლიდერობს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ქვეყნის ჩემპიონი, სტუ ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის – 11 მოგება 11 მატჩში.

თამაშებს დაესწრება საქართველოს ნაკრებების კოორდინატორი ჯორჯე რაშიჩი. მის თვალწინ ითამაშებენ როგორც ეროვნული, ახალგაზრდული (20) და ჭაბუკთა (18) ნაკრებების კანდიდატები, ასევე რამდენიმე მოთამაშეც ბიჭების, 16-წლამდელთა ნაკრებიდანაც.

უახლოესი ტურნირი ახალგაზრდულ ნაკრებს უწევს ესპანეთში – 4-6 აპრილს ოვიედოში ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია – ესპანეთი, მონტენეგრო, ნორვეგია, საქართველო.

საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში.

საქართველოს ჩემპიონატი. 17-19 მარტი, არენა 1.

აღმოსავლეთის ოთხეული

თელავი

1.ლევან ლილუაშვილი 12. არჩილ სამიტაშვილი – 2. გიორგი კობახიძე 3. ალეკო გიორგელაშვილი 4. ვასილ გიგაური 5. ლექსო დიდებაშვილი 6. ნიკა ცისკარიშვილი 7. ბექა დანელიშვილი 8. იოსებ სამიტაშვილი 9. მიხეილ მღებრიშვილი 10. ნიკოლოზ სვიმონიშვილი 11. თორნიკე მაისაშვილი 14. ანდრო ანდრიაშვილი 15. ჯაბა ნიკურაძე

მთ. მწვრთნელი ნიკოლოზ სვიმონიშვილი, მწვრთნელები ანდრო ანდრიაშვილი, ზურაბ წვერიკმაზაშვილი

პეგასი

12.ზურაბ ცინცაძე 22. დემეტრე ნარსია- 2. ამირან აბჟანდაძე 3. გაგა დემეტრაშვილი 4. ილია ცხვარაშვილი 5. გიორგი დიხამინჯია 6. ალექსანდრე ლობჟანიძე 7. კირილე ცუხიშვილი 8. მიხეილ ნაზღაიძე 10. ვლადიმერ ბაძაღუა 11. გიგა კოხრეიძე 13. ნოდარ მაისურაძე 19. ალექსანდრე ცხვარაშვილი 25. ზურაბ გოგავა 99. ომარ ქუთათელაძე

მთ. მწვრთნელი ლევან გელაშვილი, მწვრთნელები ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე

იმედი

1.ავთო მღებრიშვილი 12. ნოდარ ლორია – 2. შალვა მუქთიაშვილი 3. ირაკლი ჩაკვეტაძე 4. გიორგი აბაშიძე 5. ვუსალ ჰუსეინოვი 6. რობერტ ბეჟანიშვილი 7. გიორგი იობაშვილი 8. ომიკო ალანია 9. გიორგი თაბაგარი 10. დავით მძელური 11. გივი გიორგაძე 13. ბექა ჩიკვილაძე 14. ხაზეინ რუსტამოვი 15. ირაკლი კალანდაძე 19. გოგა ჯმუხაძე

მთ. მწვრთნელი მერაბ მეტრეველი, მწვრთნელი გივი შარანგია

სტუ

1.ჯონი ცერცვაძე 12. ირაკლი ხიდეშელი 22. კორნელი ანდრიაძე – 7. გიორგი სურმავა 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. ოთარ ამირანაშვილი 10. შოთა გრიშიკაშვილი 14. გიორგი გვაზავა 5. ირაკლი გოგოლაძე 18. შალვა სტურუა 21. ლაშა არსენაშვილი 23. ზურაბ სიმონია 28. ლევან ბერძენიშვილი 31. ილია გოგალაძე 77. თემურ ორჯონიკიძე

მთ. მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელები ბექარ ორჯონიკიძე, მამია კობახიძე

17 მარტი

16:00 პეგასი – სტუ

17:30 თელავი – იმედი

18 მარტი

16:00 სტუ – თელავი

17:30 იმედი – პეგასი

17 მარტი

16:00 თელავი – პეგასი

17:30 იმედი – სტუ

მდგომარეობა (, , , , , )

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

სტუ————-11-11-0–0-383-254-22

სამტრედია—-14–8-0–6-517-471-16

იმედი———-11–6-0–5-335-364-12

პეგასი———-11–4-2–5-357-380-10

ჭაბუკები——-14–2-2-10-392-480–6

თელავი——–11–2-1–8-289-329—5

ქუთაისი——-14–2-1-11-395-533—5

Leave a Reply