16/03/14 დიორი, ბუდუჩნოსტი, მიდტიულანდი, ვარდარი…
გამოვლინდა ხელბურთელ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის ყველა მონაწილე.
მეორე ჯგუფში უნგრეთის დიორსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს ეს უფლება ადრევე ჰქონდათ მოპივებული, პირველ ჯგუფს კი ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვა.
ჯგუფში ლიდერობდა ტიურინგენი. დანიის მიდტიულანდი მესამე იყო, გერმანელებს 2 ქულით ჩამორჩებოდა და ბოლო ტურში მასპინძლობდა მათ. ტიურინგენს პირველი თამაში 26:24 ჰქონდა მოგებული. მიდტიულანდს 3 ბურთით მოგება სჭირდებოდა, ექვსით მოიგო და ოთხთა ფინალში გასვლა გაინაღდა.
გერმანელების ბოლო იმედად ვარდარ-სევეჰოფის მატჩი დარჩათ. ვარდარი ბოლო ტურამდე 6 ქულით მეორე ადგილზე იყო და ტიურინგერს ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლო ადგილზე მყოფი შვედური სევეჰოფი უპრობლემოდ დაამარცხა – 24:18 და პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფშ. მეორეზე მიდტიულანდი გავიდა.
ქალების ოთხთა ფინალი 3 და 4 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება. ნახევარფინალში დიორი მიდტიულანდს შეხვდება, ვარდარი – ბუდუჩნოსტს.
მომდევნო კვირაში, 19 მარტიდან დაიწყება კაცების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი წრის მატჩები.
ფოტო: მიდტიულანდიზიმობს
ჩემპიონთა ლიგა 2013-14
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 6 ტური. 15–16 მარტი
1 ჯგუფი
მიდტიულანდი (დან) – ტიურინგერი (გერ) 26:20
ვარდარი (მკდ) – სევეჰოფი (შვდ) 24:18
ვარდარი 8, მიდტიულანდი 7 (+4) / ტიურინგერი 7 (-4), სევეჰოფი 2
2 ჯგუფი
კრიმ მერკატორი (სლნ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 26:30
დიორი ეტო (უნგ) – ლარვიკი (ნორ) 31:29
დიორი 10, ბუდუჩნოსტი 9 / ლარვიკი 3, კრიმი 2
ნახევარფინალი, 3 მაისს, ბუდაპეშტში: დიორი – მიდტიულანდი, ვარდარი – ბუდუჩნოსტი.