19/03/14 თოთხმეტიდან თოთხმეტი

სპორტკომპლექს არენაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე. შეჯიბრება 23 აპრილს განახლდება, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი სტუ 14 თამაშიდან 14 მოგებით ლიდერობს.

იმედი 10 წუთის შემდეგ 5:3 უგებდა ჩემპიონს, მაგრამ ტაიმი 11:23 წააგო, აქედან 10 გოლი სტუ-ს გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ გაიტანა. საბოლოოდ, 43:26 და ჩემპიონის ყველა მოთამაშემ შეაგდო თითო გოლი მაინც, ხოლო იმედში გამოსარჩევია 16 წლის მეკარის, გიორგი ხარაიშვილის კარგი დებიუტი.

თელავი მთელი პირველი ტაიმი უგებდა პეგასს და შესვენებისთვის შეინარჩუნა კიდეც უპირატესობა – 15:14, მაგრამ მათი პრობლემა ის იყო, რომ სულ 9 კაცით თამაშობდნენ, ტიტე კალანდაძეს კი სრულფასოვანი სათადარიგოთა სკამი ჰყავდა. ამან გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. მეორე ნახევრის დასაწყისშივე გარემარბმა გიორგი დიხამინჯიამ ზედიზედ 4 სწრაფი გარღვევა მოაწყო და ცხადი გახდა, რომ თელაველთა შვიდეულს ძალა აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, პეგასმა 34:26 მოიგო.

ხვალიდან სპორტკომპლექს არენაში ახალი შეჯიბრებაა. ტურს დაიწყებენ 2000-01 წლებში დაბადებული ბიჭებისა და გოგონების გუნდები.

ფოტო: ბურთით ზურაბ სიმონია, სტუ

ეროვნული ჩემპიონატი. 19 მარტი, არენა 1

თელავი – პეგასი 26:34

თელავი: ა. სამიტაშვილი – გიორგელაშვილი 8, ი. სამიტაშვილი 5, მაისაშვილი 4, მღებრიშვილი 3, გ. კობახიძე 3, ანდრიაშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 1, ცისკარიშვილი

პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია – დიხამინჯია 9, ა. ცხვარაშვილი 6, ოსიყმაშვილი 3, გაწერელია 3, ნაზღაიძე 3, ბაძაღუა 2, კოხრეიძე 2, ლობჟანიძე 2, ნ. მაისურაძე 2, დემეტრაშვილი 1, გოგავა 1, აბჟანდაძე, ზარნაძე

იმედი – სტუ 26:43

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, ხარაიშვილი – ბეჟანიშვილი 7, გ. იობაშვილი 4, ჩაკვეტაძე 4, ჩიკვილაძე 4, ალანია 3, ჰუსეინოვი 2, ი. კალანდაძე 1, თაბაგარი 1, აბაშიძე

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი – გოგოლაძე 10, სიმონია 6, აბრამიშვილი 5, ამირანაშვილი 4, ბერძენიშვილი 4, ლ. არსენაშვილი 4, ორჯონიკიძე 3, სტურუა 2, სურმავა 2, გრიშიკაშვილი 1, გვაზავა 1, გოგალაძე 1

მსაჯები: ინა ჭკუასელი, ელენე არაბული

ორი წრის შემდეგ (, , , , , )

სტუ————-14-14-0–0–499-318-28

ბათუმი———14-12-0–2–570-427-24

სამტრედია—-14–8-0–6–517-471-16

იმედი———-14–8-0–6–421-462-16

პეგასი———-14–5-2–7–434-475-12

ჭაბუკები——-14–2-2-10–392-480–6

თელავი——–14–2-1-11–365-427—5

ქუთაისი——-14–2-1-11–395-533—5

Leave a Reply