17/09/15 ლიგის ახალი სეზონი გაიხსნა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სეზონი გაისხნა შვედეთის ქალაქ კრისტიანსტადში, სადაც ჯგუფური ტურნირის დებიუტანტმა, ადგილობრივმა კლუბმა დაამარცხა დანიის კოლდინგი – 33-26.

ხუთშაბათს პირველი ტურის კიდევ 3 მატჩია, შაბათს – 6 და კვირას – 4. ტურის მთავარი თამაშია – მოქმედი ჩემპიონის, ბარსელონას შეხვედრა მანჰაიმში, რეინ-ნეკარ ლიოვენთან. სერგო დათუკაშვილის სერბული კლუბი, ვოივოდინა შაბათს თამაშობს ბელარუსში, ბრესტთან.

კაცების ლიგა წლეულს განსხვავებული ფორმატით იმართება. ჯგუფურ ეტაპზე 24-ის ნაცვლად 28 კლუბია, ოღონდ ჯგუფები ასიმეტრიულია – 8-გუნდიანი ჯგუფებიდან, სადაც თითქმის ყველა უძლიერესია თავმოყრილი, გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, 5-5 მომდევნო კლუბი კი მერვედფინალში. 6-გუნდიანი ჯგუფების კლუბებს პლეიოფში მოხვედრის გაცილებით მცირე შანსი აქვთ. საბოლოოდ აქედან მხოლოდ 2 გუნდი მოხვდება მერვედფინალში.

C და D პულებში პირველი ეტაპი დეკემბერშივე დასრულდება, ხოლო A და B ჯგუფებში – მარტში. უცვლელია ქალთა ტურნირის ფორმატი. ოქტომბერ-ნოემბერში გამოვლინდება მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილე. პირველი ეტაპის ბოლო ორი საგზური საკვალიფიკაციო ტურნირებიდან მოიპოვეს რუმინეთის ბაია მარემ და ლიგის 2013 და 2014 წლების გამარვებულმა, უნგრეთის დიორმა. ქალებში მოქმედი ჩემპიონი მონტენეგროს ბუდუჩნოსტია.

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: კილი (გერ), ვესპრემი (უნგ), პსჟ (საფ), ცელიე (სლნ), პლოცკი (პოლ), ზაგრები (ხორ), ბეშიქთაში (თურ), ფლენზბურგი (გერ)

B ჯგუფი: ბარსელონა (ესპ), კელცე (პოლ), ვარდარი (მკდ), კოლდინგი (დან), სეგედი (უნგ), ლიოვენი (გერ), კრისტიანსტადი (შვდ), მონპელიე (საფ)

გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), პორტუ (პორ), ვოივოდინა (სრბ), ტატრან პრეშოვი (სლკ)

D ჯგუფი: მეტალურგ სკოპიე (მკდ), სკიერნი (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), შაფჰაუზენი (შვც), ბაია მარე (რუმ), ელვერუმი (ნორ)

ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

პირველი ტური, 16 სექ: კრისტიანსტადი – კოლდინგი 33-26

17 სექ: 20:00 ჩეხოვი – ლა რიოხა, 21:00 ზაგრები-კილი 22:00, შაფჰაუზენი – ელვერუმი

19 სექ: 18:00 ვისლა – ვესპრემი, 19:00 ბეშიქთაში – ცელიე 19:00 ბრესტი-ვოივოდინა, 19:30 ფლენზბურგი-პსჟ, 19:30 ზაპოროჟიე-მეტალურგი, 21:00 პორტუ-პრეშოვი

20 სექ: 18:30 სეგედი-კელცე, 18:50 სკიერნი-ბაია მარე, 19:00 მონპელიე-ვარდარი, 21:30 ლიოვენი-ბარსელონა

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი: http://www.ehftv.com/int

ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები. კვალიფიკაცია. 12, 13 სექტემბერი

ნორვეგიაში: დიორი (უნგ) – რადნიჩკი (სრბ) 42-13, გლასვერკეტი (ნორ) – დალფსენი (ჰოლ) 26-21. ფინალი: დიორი-გლასვერკეტი 30-21 რუმინეთში: ბაია მარე (რუმ) – ბნტუ მინსკი (ბლრ) 31-21, ესბიერგი (დან) – ანკარა (თურ) 32-28, ფინალი: ბაია მარე – ესბიერგი 32-21

ჯგუფური ეტაპი. 16 ოქტომბრიდან

A ჯგუფი: ლარვიკი (ნორ), კრიმი (სლნ), როსტოვი (რუს), ბაია მარე (რუმ)

B ჯგუფი: რაილ კარგო (უნგ), ტიურინგერი (გერ), პოდრავკა (ხორ), ფლური ლუარე (საფ)

C ჯგუფი: მიდტიულანდი (დან), ვარდარი (მკდ), ნიდეროსტერრაიხი (ავს), დიორი (უნგ)

D ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (მნტ), CSM ბუქარესტი (რუმ), სევეჰოფი (შვდ), ლიუბლინი (პოლ)

3-3 გუნდი გავა მეორე ჯგუფურ რაუნდში

 

Leave a Reply