11/09/15 სუპერგლობი ფუხსე ბერლინმა მოიგო

სენსაციურად დასრულდა 2015-16 სახელბურთო სეზონის პირველი ოფიციალური შეჯიბრება დოჰაში – სუპერგლობი, ანუ მსოფლიოს საკლუბო პირველობა მოიგო ბერლინის ფუხსემ, რომელმაც ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული, ბარსელონა 26-25 დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ მატჩში ლიგის ფინალისტს, ვესპრემს დამატებით დროში მოუგო – 28-27.

ფუხსე ტურნირზე მოხვდა, როგორც რიგით მეორე ევროპული ტურნირის, EHF თასის გამარჯვებული, ხოლო ფინალში საუკეთესო იყო გერმანული კლუბის ჩეხი მეკარე პეტრ შტოცლი, ვინც 16 დარტყმა მოიგერია.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ტურნირს 1997 წლიდან, ხოლო რეგულარულად – 2010 წლიდან ატარებს ყატარის დედაქალაქში. მონაწილეობენ კონტინენტური კონფედერაციების საუკეთესო კლუბები.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულმა, ბარსელონამ წლეულს დაკარგა საუკეთესო მოთამაშე, ნიკოლა კარაბატიჩი, რომელიც პარი-სენ ჟერმენში გადავიდა. მის სანაცვლოდ კატალონიელებმა აიყვანეს გერმანიის კილის ჩეხი გამთამაშებელი ფილიპ იხა, ასევე ხორვატი ინსაიდი მარკო კოპლიარი (პსჟ) და პოლონელი პივოტი კამილ სიპრჟაკი. გაძლიერდა უნგრული ვესპრემი, რომელმაც კილიდან დაიმატა ისლანდიის ნაკრების გამთამაშებელი აარონ პალმარსონი, ხოლო ევროპული ხელბურთის კიდევ ერთმა გრანდმა, კილმა, იხასა და პალმარსონის გარდა გაუშვა დანიელი გამთამაშებელი მარტინ ლაუგე და სამივე მეკარე, ხოლო აიყვანა დანიის ნაკრების ძირითადი კიპერი ნიკლას ლანდინი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე.

ვინ დარჩება მოგებული წინასასეზონი ტრანსფერებიდან, გამოაჩენს ახალი საკლუბო სეზონი, რომლის მთვარი შეჯიბრება, ჩემპიონთა ლიგა 16 სექტემბერს იწყება. იქამდე გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის ბოლო მონაწილე – ერთადერთ საკვალიფიკაციო ტურნირში გაიმარჯვა ნორვეგოულმა კლუბმა ელვერუმმა. ამ შაბათ-კვირას ორი საკვალიფიკაციო ოთხეული გამოავლენს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მონაწილეს და ჯგუფური ეტაპიც დაიწყება.

სუპერგლობი – მსოფლიოს საკლუბო პირველობა. 6-10 სექტემბერი, დოჰა, ყატარი

მეოთხედფინალი: ვესპრემი (უნგ) – ტაუბატე (ბრა) 27-24, ბარსელონა (ესპ) – ალ აჰლი (ეგვ) 20-16, სიდნი უნივერსიტი (ავლ) – ალ სადი (ყატ) 21-20, ფუხსე ბერლინი – კლაბ აფრიკან (ტუნ) 27-24 ნახევარფინალი: ფუხსე ბერლინი – ბარსელონა 26-25, ვესპრემი – სიდნი 29-17, ფინალი: ბერლინი – ვესპრემი 28-27 (24-24), 3. ბარსელონა 4. სიდნი 5. ალ აჰლი 6. ტაუბატე 7. კლაბ აფრიკან 8. ალ სადი

გამარჯვებულები: ბარსელონა (2013, 14), სიუდად რეალი, ესპ (2007, 10), ფუხსე ბერლინი (2015), ატლეტიკო მადრიდი, ესპ (2012), კილი (გერ) (2011), ალ სადი, ყატ (2002), სანტანდერი, ესპ (1997)

ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია, კაცები. 5-6 სექტემბერი, ბანია ლუკა, ბოსნია

ნახევარფინალი: ელვერუმი (ნორ) – ლიმბურგი (ჰოლ) 35-30, ლპლა ჰარდი (ავს) – ბორაცი (ბოს) 35-33, ფინალი: ელვერუმი – ალპლა ჰარდი 28-25

ჩემპიონთა ლიგა 2015-16, კაცები, ჯგუფური ეტაპი. 16 სექტემბერი-6 მარტი

A ჯგუფი: კილი (გერ), ვესპრემი (უნგ), პსჟ (საფ), ცელიე (სლნ), პლოცკი (პოლ), ზაგრები (ხორ), ბეშიქთაში (თურ), ფლენზბურგი (გერ)

B ჯგუფი: ბარსელონა (ესპ), კელცე (პოლ), ვარდარი (მკდ), კოლდინგი (დან), სეგედი (უნგ), ლიოვენი (გერ), კრისტიანსტადი (შვდ), მონპელიე (საფ)

A და B ჯგუფების გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), პორტუ (პორ), ვოივოდინა (სრბ), ტატრან პრეშოვი (სლკ)

D ჯგუფი: მეტალურგ სკოპიე (მკდ), სკიერნი (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), შაფჰაუზენი (შვც), ბაია მარე (რუმ), ელვერუმი (ნორ)

C და D ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში

Leave a Reply