12/04/15 გოგონათა ჩემპიონი 17 აპრილს უნდა გამოვლინდეს

შინაური სახელბურთო ტურნირების სერიალს 14 აპრილს, ცერცვაძის აკადემიაში, გოგონები გააგრძელებენ და გამოავლენენ  2015 წლის საქართველოს ჩემპიონს.

ჩემპიონობისთვის იბრძვიან შარშანდელი გამარჯვებული, თბილისის მამული და ბრინჯაოს პრიზიორი, ყვარელი, რომელიც 2 ქულით წინაა,  თუმცა, უძლიერესის გამოსავლენად ბრძოლაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სხვა მატჩების შედეგებმაც.

შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა, ფოთის ოქროს ვერძმა წლეულს საპრიზო ადგილების შანსი ადრევე დაკარგა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ გუნდმა ერთი ტური გამოტოვა, თანაც მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერები აკლდა. ახლა გუნდს ეყოლება მთავარი ბომბარდირი, გადელია.  თბილისის პეგასი ორი წრის შემდეგ ყვარელთან და მამულთან თითქმის თანაბრად მიდიოდა, მაგრამ მესამე წრეში რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დააკლდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ამის შემდეგ გამოეთიშა. ლიდერებისთვის იოლი არც წყალტუბოს მზარდ გუნდთან თამაში უნდა იყოს. წყალტუბოელებმა წლეულს მკვეთრად მოუმატეს და უკვე მოახდინეს  ერთი სენსაცია.

ერთი სიტყვით, ოთხი დღის განმავლობაში საინტერესო მატჩებია მოსალოდნელი, მთავარი ინტრიგა კი ისაა, რომ ჩემპიონის ვინაობა წესით ბოლო, ყვარელ-მამულის მატჩის შემდეგ უნდა გაირკვეს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99

გლდანი, 14-17 აპრილი

14 აპრილი

13:00 ყვარელი – ფოთი

14:30 წყალტუბო – მამული

15 აპრილი

13:00 ყვარელი – წყალტუბო

14:30 მამული – პეგასი

16:00 ფოთი – წყალტუბო

16 აპრილი

13:00 პეგასი – ყვარელი

14:30 ფოთი – მამული

16:00 პეგასი – წყალტუბო

17 აპრილი

13:00 ფოთი – პეგასი

14:30 მამული – ყვარელი

17 ტურის შემდეგ: ყვარელი 30 ქულა, მამული 28, პეგასი 25, ფოთი 10, წყალტუბო 7 – 6. ქარიშხალა 7. იმედი

Leave a Reply