08/04/15 იმედი, პეგასი, ქუთაისი…

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ჩემპიონობა ფინალური ოთხეულის მეორე ტურის შემდეგ გაინაღდა თბილისის პეგასმა, ბოლო დღეს კი გაირკვა პრიზიორთა ვინაობა – მეორე ადგილზე გავიდა პეგასი, მესამეზე – ქუთაისის გუნდი.

იმედი 50 წუთი უგებდა ქუთაისს, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ვეღარ შეაჩერა მეტოქის ლიდერი, ირაკლი კბილაშვილი და 38-40 დამარცხდა. ქუთაისის გუნდმა, რომელიც შარშანდელ ჩემპიონატზე ათეულშიც ვერ მოხვდა, ამჯერად ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

შარშანდელი ჩემპიონი ქარიშხალა და ვერცხლის პრიზიორი პეგასი ამჯერად ვერცხლის მედლებისთვის თამაშობდნენ. დამარცხებული მეოთხე ადგილზე რჩებოდა. პეგასი მთელი თამაში წინ იყო, ქარიშხალამ რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო – ფრე პეგასს აწყობდა და საბოლოოდ ერთი ბურთით, 38-37 გაიმარჯვა. იმედმა და პეგასმა 4-4 ქულა დააგროვეს, ჩემპიონი პირადი მოგებით იმედი გახდა.

საკლუბო სეზონი ამ ასაკის ჭაბუკებს შორის ამით დასრულდა, მაგრამ წინ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სამთვენახევარია. ორშაბათიდან საქართველოს ნაკრები გადადის შეკრებაზე და 23 აპრილს უნდა გაემგზავროს ლატვიაში, საერთაშორისო ტურნირზე. წლის მთავარი შეჯიბრებაა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

ჭაბუკები 1998-99. ფინალური ოთხეული

გლდანი. 8 აპრილი

იმედიქუთაისი 38-40

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – რუსტამოვი 12, მიქავა 7, იობაშვილი 6, ბაინაზიშვილი 6, გოგუა 3, ჰუსეინოვი 2, მელაშვილი 1, ზაალიშვილი 1, ბაზანოვი, გოზალოვი, თიგიშვილი, მღებრიშვილი, აქსიუტი, მათიაშვილი – მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია

ქუთ: კუპატაძე, აფხაძე – კბილაშვილი 17, მერკვილაძე 11, გიორგაძე 6, რობაქიძე 4, მამისეიშვილი 1, ნოდია 1, არსენიძე , კლდიაშვილი, დარსაველიძე, თოდაძე, სულაბერიძე, ფაილოძე – მწვ. თავხელიძე, გობეჯიშვილი

პეგასიქარიშხალა 38-37

პეგ: ზურაბიშვილი, ზარგინავა, ცირეკიძე, მჭედლიძე – ნაზღაიძე 9, მაისურაძე 7, ზარნაძე 7, ცხოვრებაძე 7, გაწერელია 5, ბაჯალაძე 2, მიქაძე 1, ლაპიაშვილი, მამაგეიშვილი, ხვადაგიანი, გოგოლაძე, კაჭკაჭაშვილი – მწვ. კალანდაძე, გელაშვილი, სახვაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 12, არსენაშვილი 11, ლ. მამულაშვილი 7, ჭინჭარაძე 3, ბიბილეიშვილი 2, კვირკველია 2, ბენდელიანი, წიკლაური, ციხიშვილი, ივანიაძე, ასაბაშვილი – მწვ. ქობელაშვილი, ფერაძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი, ე. არაბული, ა. კომახიძე

7 აპრილი. ქარიშხალაიმედი 27-32, პეგასიქუთაისი 47-39
6 აპრილი. ქუთაისი – ქარიშხალა 41-41, პეგასიიმედი 26-28

საბოლოო: იმედი 4 (28-26) პეგასი 4, ქუთაისი 3, ქარიშხალა 1

Leave a Reply