07/04/15 იმედი საქართველოს ჩემპიონია

ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ბოლო დღეს თბილისის იმედმა დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი, ქარიშხალა, 32-27 და პირველობა ბოლო ტურამდე გაინაღდა

იმედმა 4 ქულა დააგროვა, მისმა უახლოესმა მდევარმა, პეგასმა – 2, მაგრამ იმედს პირადი შეხვედრა მოგებული აქვს და პირველი ადგილი – განაღდებული. 8 აპრილს, ბოლო ტურში, პეგასი, ქარიშხალა და ქუთაისი მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ქარიშხალა-იმედის მატჩში გიორგი ქობელაშვილმა მეტოქეს 4-2 დაცვა შესთავაზა და პერსონალურად ააყვანინა მეტოქის ლიდერები, რუსტამოვი და იობაშვილი. ამის პასუხად იმედის პრეზიდენტმა, მერაბ მეტრეველმა, რომელიც სკამიდან პირადად უძღვებოდა მატჩს, პივოტი მოხსნა, რათა უფრო მობილური ოთხეულით შეეტია. ასიმეტრიულ თამაშში, სადაც იმედი უპივოტოდ იყო, ხოლო ქარიშხალა – ხაზის ორი მოთამაშით, იმედმა იძალა – რუსტამოვმა, ძირითადად სწრაფი გარღვევებით, მაინც გაიტანა 12 გოლი, კარგად ითამაშა მეკარე ხარაიშვილმა და მეორე ტაიმის შუაში სხვაობა ათ ბურთზე მეტი იყო. საბოლოოდ, ქარიშხალამ მხოლოდ სხვაობა შეამცირა – 27-32, შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი კი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი გახდა.

ჩემპიონობის შანსი იმედის გარდა მხოლოდ ქუთაისს ჰქონდა შერჩენილი. მათ მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ პეგასთან და ბოლო ტურში იმედისთვის უნდა მოეგოთ. ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს. მათი ლიდერი, კბილაშვილი, რათქმაუნდა, პერსონალურად იყო აყვანილი, მაგრამ ლიდერობა გასწია ბიძინა გიორგაძემ. ტაიმი თანაბარი იყო, პეგასმა მხოლოდ ბოლო წუთებში მიიღო უპირატესობა – 25-21. შესვენების შემდეგ ქუთაისმა ერთხანს ისევ იბრძლა, მაგრამ, საბოლოოდ ვერ გაუმკლავდა მეტოქის მძლავრ პივოტს, ნოდარ მაისურაძეს – 39-47.

8 აპრილს, იმედ-ქუთაისისა და პეგას-ქარიშხალას მატჩების შემდეგ სამივე პრიზიორი გამოვლინდება და უფროსი ასაკის ჭაბუკთა საკლუბო სეზონიც ამით დაიხურება, საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი კი გარი თურქიას განკარგულებაში გადავა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

ჭაბუკები 1998-99. ფინალური ოთხეული

გლდანი. 7 აპრილი

ქარიშხალა – იმედი 27-32

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 8, ჭინჭარაძე 5, ლ. მამულაშვილი 5, ბიბილეიშვილი 4, არსენაშვილი 3, კვირკველია 1, ციხიშვილი 1, ბენდელიანი, წიკლაური – მწვ. ქობელაშვილი, ფერაძე

იმ: ხარაიშვილი – რუსტამოვი 12, იობაშვილი 5, მელაშვილი 4, გოგუა 4, ჰუსეინოვი 4, მიქავა 1, ბაინაზიშვილი 1, ბაზანოვი 1, ზაალიშვილი, თიგიშვილი – მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია

მსაჯები: ა. კომახიძე, გ. სამყურაშვილი

პეგასი – ქუთაისი 47-39

პეგ: ზურაბიშვილი, ზარგინავა, ცირეკიძე – მაისურაძე 15, ნაზღაიძე 11, ზარნაძე 9, გაწერელია 5, ცხოვრებაძე 3, მიქაძე 2, ბაჯალაძე 2, მამაგეიშვილი – მწვ. კალანდაძე, გელაშვილი, სახვაძე

ქუთ: კუპატაძე – გიორგაძე 12, კბილაშვილი 12, მერკვილაძე 8, რობაქიძე 4, მამისეიშვილი 2, არსენიძე 1, ნოდია, კლდიაშვილი, დარსაველიძე, თოდაძე – მწვ. თავხელიძე, გობეჯიშვილი

მსაჯები: ე. არაბული, ა. კომახიძე

მდგომარეობა: იმედი 4 ქულა, პეგასი 2, ქარიშხალა 1, ქუთაისი 1

8 აპრილი

14:30 იმედი – ქუთაისი
16:00 პეგასი – ქარიშხალა

Leave a Reply