EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

06/04/15 იმედი დაწინაურდა

საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე უფროსი ასაკის ჭაბუკებს შორის იმედმა დაამარცხა პეგასი – 28-26, ხოლო ქუთაისმა და ქარიშხალამ ფრედ, 41-41 ითამაშეს.

შარშანდელ ჩემპიონს, ქარიშხალას აკლდა ჭაბუკთა ნაკრების ორი ტრავმირებული მოთამაშე, მამულაშვილი და ფერაძე, ხოლო კბილაშვილი შუა სეზონში მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა. თბილისელებმა კბილაშვილი პერსონალურად აიყვანეს და დიდი უპირატესობაც ჰქონდათ – მეორე ტაიმის დასაწყისში ქარიშხალა 26-16 იგებდა. ამის შემდეგ ჩემპიონს თამაში აერია, ქუთაისელები ნელ-ნელა წამოეწიენ მეტოქეს, მათ ლიდერიც მთელი ძალით ამუშავდა და ბოლოს ანგარიში გასათანაბრებელი თბილისელებს გაუხდათ. საბოლოოდ, 41-41.

მეორე მატჩში იმედმა ტაიმი 15-10 მოუგო პეგასს, თუმცა მეორის შუაწელში ანგარიში გათანაბრდა, 22-22.იმედმა მაინც გარდატეხა მატჩი, უფრო გუნდურად ითამაშა, 28-26 მოიგო და ლიდერიც გახდა.

ჩემპიონი 8 აპრილს გამოვლინდება, 7 აპრილს კი ორი მნიშვნელოვანი მატჩია – ქარიშხალა-იმედი და პეგასი-ქუთაისი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

ჭაბუკები 1998-99. ფინალური ოთხეული

გლდანი. 6 აპრილი

ქუთაისიქარიშხალა 41-41

ქუთ: კუპატაძე, აფხაძე – კბილაშვილი 20, გიორგაძე 8, ნოდია 4, არსენიძე 3, მერკვილაძე 2, რობაქიძე 2, მამისეიშვილი 2, კლდიაშვილი, დარსაველიძე, თოდაძე – მწვ. თავხელიძე, გობეჯიშვილი

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 16, ბენდელიანი 14, არსენაშვილი 5, ბიბილეიშვილი 3, ჭინჭარაძე 3, კვირკველია, წიკლაური – მწვ. ქობელაშვილი, ფერაძე

მსაჯები: გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი

იმედიპეგასი 28-26

იმ: ხარაიშვილი – იობაშვილი 7, რუსტამოვი 7, მიქავა 6, მელაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, გოგუა 2, ჰუსეინოვი 1 – მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია

პეგ: ზურაბიშვილი – ნაზღაიძე 9, ცხოვრებაძე 7, ზარნაძე 5, გაწერელია 2, მიქაძე 1, ბაჯალაძე 1, მაისურაძე 1 – მწვ. კალანდაძე, გელაშვილი, სახვაძე

მსაჯები: ე. არაბული, ა. კომახიძე

7 აპრილი

14:30 ქარიშხალაიმედი
16:00
პეგასიქუთაისი

8 აპრილი
14:30 იმედიქუთაისი
16:00
პეგასიქარიშხალა

 

Leave a Reply