16/12/13 სამტრედიამ ჩემპიონთან გაიბრძოლა
სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში.
ლიდერმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა დაამარცხა მესამე ადგილზე მყოფი სამტრედია – 42:31. სამტრედიამ პირველ ტაიმში ბრძოლა გამართა და თავიდანვე 4:0 დაწინაურდა. ქვეყნის ჩემპიონმა პირველი გოლი მხოლოდ მე-7 წუთზე გაიტანა. მეკარე ალექსანდრე ხონელიძის, ლექსო წითელიშვილისა და ჯაბა ხაჟომიას კარგი თამაშის წყალობით სამტრედიელები კარგა ხანს ლიდერობდნენ და მხოლოდ ტაიმის მიწურულს გავიდა წინ სტუ – 18:16. შესვენების შემდეგ ფავორიტმა უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა, 13 გოლი გაიტანა თემურ ორჯონიკიძემ.
ლიდერის მდევარმა, ბათუმმა 39:30 დაამარცხა თელავის გუნდი, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრმა უჩა გამზარდიამ 10 გოლი გაიტანა. სხვაობა სტუ-სა და ბათუმს შორის ისევ 2 ქულაა.
ჭაბუკთა ნაკრების საბაზო გუნდმა, პეგასმა 33:23 დაამარცხა ქუთაისი. 1998-99 წელში დაბადებულთა ნაკრებმა იმედთან ტაიმი 15:21 წააგო, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოში ძალა აღარ ეყო – 33:42. ხვალ მორიგი 4 მატჩია.
თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012
ეროვნული ჩემპიონატი
მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი
16 დეკემბერი
ჭაბუკთა ნაკრები – იმედი 33:42
ჭაბუკები: ს. ხანდოლიშვილი, ვათიაშვილი – კბილაშვილი 9, დანელიშვილი 7, ჰუსეინოვი 5, რუსტამოვი 4, ე. არსენაშვილი 3, ფერაძე 2, ნ. მაისურაძე 2, ბაინაზაშვილი 1, მამულაშვილი, ბიბილეიშვილი, გოგავა, იობაშვილი, გაწერელია, დოლმაზაშვილი
იმედი: მღებრიშვილი, ლორია – იობაშვილი 10, ბეჟანიშვილი 6, ალანია 6, აბაშიძე 5, გიორგაძე 4, მძელური 4, თაბაგარი 2, ი. კალანდაძე 2, ჩიკვილაძე 1, მაჭარაშვილი 1, ჯმუხაძე 1, გოთოშია, გ. ჩაკვეტაძე, ხანდოლიშვილი
ბათუმი – თელავი 39:30
ბათუმი: სამყურაშვილი – გამზარდია 10, ყაველაშვილი 8, წივწივაძე 5, უ. მაისურაძე 5, ჯორბენაძე 3, ჭელიძე 3, ქარდავა 2, ხუნჯუა 2, ვინოგრადსკი 1, ი. ნარსია, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ჭანტურია
თელავი: ა. სამიტაშვილი, ლილუაშვილი – გიორგელაშვილი 8, გ. სვიმონიშვილი 7, ანდრიაშვილი 7, კობახიძე 4, გიგაური 2, ნ. სვიმონიშვილი 1, ჯ. ნიკურაძე 1, ი. სამიტაშვილი , ცისკარიშვილი, დიდებაშვილი, იაგორაშვილი, მღებრიშვილი
ქუთაისი – პეგასი 23:33
ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე – გ. კვერნაძე 8, ახალაძე 5, ტარუაშვილი 4, ჯუღელი 3, ახალბედაშვილი 2, ძნელაძე 1, ჩიხლაძე, ლომიძე, მათნაძე, მამასახლისი, ბახტურიძე, მერკვილაძე, ბოყოჩაძე
პეგასი: ცინცაძე, დ. ნარსია – დიხამინჯია 8, ა. ცხვარაშვილი 5, ბაძაღუა 4, ოსიყმაშვილი 4, აბჟანდაძე 3, დემეტრაშვილი 2, ლობჟანიძე 2, ტ. კალანდაძე 2, კოხრეიძე 1, ცუხიშვილი 1, ი. ცხვარაშვილი 1, აბჟანდაძე, ნატროშვილი, გელაშვილი, ქუთათელაძე
სამტრედია – სტუ 31:42
სამტრედია: ხონელიძე, გაგუა – წითელიშვილი 9, გ. ნიკურაძე 5, ხაჟომია 4, თევზაძე 4, ხვიჩია 2, ცხვარაძე 2, ზურაბიანი 2, ელგანდაშვილი 1, ჟვანია 1, ავალიანი 1, გაგლოშვილი, ღაღანიძე, ბოცვაძე
სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი – ორჯონიკიძე 13, გვაზავა 7, გოგოლაძე 6, სიმონია 5, აბრამიშვილი 4, სურმავა 3, ბერძენიშვილი 2, გოგალაძე 1, ლ. არსენაშვილი 1, ამირანაშვილი, გრიშიკაშვილი, სტურუა
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————-8-8-0-0-278–191-16
ბათუმი———8-7-0–1-331–243-14
სამტრედია—–8-5-0-3-288–268-10
პეგასი———--8-3-2–3-245–257-8
იმედი———–8-4-0-4-234–252-8
ქუთაისი——–8-2-1-5-245–296-5
ჭაბუკები——--8-0–2-6-236–288-2
თელავი———8-0–1-7-188–250–1
17 დეკემბერი
14:00, არენა 1 თელავი – ქუთაისი
15:30 არენა 1 იმედი – სამტრედია
16:00 არენა 2 პეგასი – ბათუმი
17:00 არენა 1 სტუ – ჭაბუკთა ნაკრები
ბომბარდირები: გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 69, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 66, უჩა გამზარდია (ბათუმი) 65, ირაკლი თევზაძე (სამტრედია)59, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 58, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 56, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 55, გიორგი იობაშვილი (იმედი) 54