16/12/13 ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთში ორი მეოთხედფინალური წყვილი უკვე გამოვლინდა – გერმანია – დანია და საფრანგეთი – პოლონეთი. ორშაბათს კიდევ 4 მერვედფინალია.

 

ანგოლა პირველ ტაიმში 6:4 უგებდა გერმანიას, მაგრამ ევროპელებმა ნელნელა გარდატეხეს თამაში. ტაიმი 13:10 მოიგო გერმანიამ, ხოლო გადამწყვეტი გამოდგა მეორე ნახევრის დასაწყისი, რომელიც გერმანიამ 4:1 მოიგო და 17:11 დაწინაურდა. ამის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, გერმანიამ ზედიზედ მექვსე მატჩი მოიგო ტურნირზე.

საფრანგეთი კარგახანს ვერაფერს უხერებდა იაპონელთა აქტიურ დაცვას (ექვსნი ცხრამეტრიან ხაზზე). 41-ე წუთზე აზიელები 17:15 უგებდნენ 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონს. ზუსტად ამ დროს მოედანზე გამოვიდა ფრანგების მეკარე ამანდინ ლე ინო, რომელმაც 17 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა – ფრანგებმა ამ მონაკვეთში 10 უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ დამაჯერებლად მოიგეს – 27:19.

რუმინეთი თითქმის მთელი თამაში დამაჯერებლად უგებდა პოლონეთს. მეორე ტაიმში სხვაობა 3-4 ბურთი იყო, მაგრამ 48-ე წუთიდან პოლონელებმა სპურტი წამოიწყეს – ზედიზედ 6 გატანილი გოლის შემდეგ მეტოქე გატყდა და პოლონეთმა 31:29 მოიგო.

ევროპის შარშანდელი ჩემპიონის, მონტენეგროსა და დანიის მატჩში ბრძოლა ბოლო წამამდე იყო. მონტენეგრომ მოიგო პირველი ტაიმი – 12:11, მაგრამ მეორეში უკვე დანია დაწინაურდა. ბოლო წუთებში ლუიზ ბურგორდმა ორჯერ გაიყვანა წინ დანია, მაგრამ სირენამდე 14 წამით ადრე ძელს გაარტყა ბურთი და მონტენეგროს ბოლო შანსი მიეცა. მათმა ლიდერმა კატარინა ბულატოვიჩმა ზედ ბოლო წამზე ესროლა და გაიტანა, მაგრამ გოლამდე დრო ამოიწურა და დანიამ 22:21 მოიგო.

ორშაბათს დანარჩენი ოთხი მეოთხედფინალისტიც გამოვლინდება.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

15 დეკემბერი, მერვედფინალი:

გერმანია – ანგოლა 29:21

შტაინბახი 6, მიულერი 5, გეშკე 4 – კიალა 8, გიალო 4

საფრანგეთი – იაპონია 27:19

კამტო-ნჯიტამი 5, პინო 4, ზაადი 4 – ფუძიი 5, არიჰამა 5

პოლონეთი – რუმინეთი 31:29

ვოიტასი 9, გრჟიბი 7, კულვინსკა 6 – ნიაგუ 10, ბრადიანუ 6

დანია – მონტენეგრო 22:21

ბურგორდი 6, ნორგორდი 5 – კ. ბულატოვიჩი 7, კნეზევიჩი 4

16 დეკემბერი

20:30 უნგრეთი – ესპანეთი

21:00 ბრაზილია – ჰოლანდია

23:15 ნორვეგია – ჩეხეთი

23:45 კორეა – სერბეთი

პრეზიდენტის თასი. 17-20 ადგილები

პარაგვაი – ავსტრალია 18:18, პ 5:3

ალჟირი – დომინიკელთა რესპუბლიკა 29:24

21-24 ადგილები

ჩინეთი – დრ კონგო 23:22

ტუნისი – არგენტინა 27:21

 

Leave a Reply