15/12/13 ორშაბათს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება

ორშაბათს სპორტკომპლექს არენაში იწყება საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში.

თბილისში რვავე გუნდი შეიკრიბება და 4-4 მატჩს გამართავს. ცენტრალური იქნება პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდების, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის მატჩი, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება 17 საათზე.

საქართველოს ჩემპიონი სამწრიან ტურნირში გამოვლინდება, ხოლო 19 დეკემბრის შემდეგ განახლდება სანაკრებო სეზონი. 20 დეკემბრიდან საქართველოს ნაკრები თბილისში ივარჯიშებს, 25 დეკემბერს გაემგზავრება ისრაელში, სავარჯიშოდ და ერთი ამხანაგური მატჩის გასამართად იქაურ ნაკრებთან, 2 იანვარს კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩია ანკარაში, თურქეთი. 5 იანვარს ვმასპინძლობთ თურქეთს, 8 იანვარს – ლიტვას, ხოლო 11 იანვარს ვთამაშობთ ფინეთში. 2 ტურის შემდეგ 4 ქულით ლიტვა ლიდერობს, 2-2 ქულა აქვთ საქართველოსა და ფინეთს, 0 ქულა – თურქეთს. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ერთი გუნდი გადის.

ეროვნული ჩემპიონატი

მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი

16 დეკემბერი

14:00, არენა 1 ჭაბუკთა ნაკრები – იმედი

15:30 არენა 1 ბათუმი – თელავი

15:30 არენა 2 სამტრედია – სტუ

17:00 არენა 1 ქუთაისი – პეგასი

17 დეკემბერი

14:00, არენა 1 თელავი – ქუთაისი

15:30 არენა 1 იმედი – სამტრედია

15:30 არენა 2 პეგასი – ბათუმი

17:00 არენა 1 სტუ – ჭაბუკთა ნაკრები

18 დეკემბერი

14:00, არენა 1 იმედი – ბათუმი

15:30 არენა 1 თელავი – სამტრედია

15:30 არენა 2 ქუთაისი – სტუ

17:00 არენა 1 ჭაბუკთა ნაკრები – პეგასი

19 დეკემბერი

14:00, არენა 1 იმედი – ქუთაისი

15:30 არენა 1 პეგასი – სამტრედია

15:30 არენა 2 თელავი – ჭაბუკთა ნაკრები

17:00 არენა 1 ბათუმი – სტუ

1 წრის შემდეგ (, , , , , )
სტუ————-7-7-0-0-236160-14
ბათუმი———7-6-01-292213-12
სამტრედია—–7-5-0-2-257226-10
პეგასი———--7-2-23-212234-6
იმედი———–7-30-4-192219-6
ქუთაისი——–7-2-1-4-222263-5
ჭაბუკები——--7-02-5-203246-2
თელავი———7-01-6-1582111

ბომბარდირები: გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 61, ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 57 ირაკლი თევზაძე (სამტრედია) – 55, უჩა გამზარდია (ბათუმი) 55, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 55, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 50, ირაკლი კბილაშვილი (ნაკრები) 46, გიორგი იობაშვილი (იმედი) 44

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

Leave a Reply