16/06/14 ყველა ფინალისტი გამოვლინდა

დასრულდა 2015 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის 2014 წლის ქალთა პირველობის შესარჩევი ტურნირები.

ქალებში ბოლო სამი საგზური რუმინეთმა, სერბეთმა და უკრაინამ მოიპოვეს, რომლებმაც უშუალო კონკურენტები დაამარცხეს. ყველაზე მძიმე მისია უკრაინას ჰქონდა – მას 6 ბურთით ჰქონდა წაგებული ავსტრიაში, მაგრამ შინ 9 ბურთით მოიგო. ფინალური ტურნირი დეკემბერში გაიმართება. კვალიფიკაციის 14 გამარჯვებულს დაემატებიან მასპინძლები – უნგრეთი და ხორვატია.

კაცებში დღეს პლეიოფის ბოლო 5 მატჩი გაიმართა. იოლად მოიგეს შვედეთმა, ბელარუსმა და მაკედონიამ. პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნია, ვინც შინ მოგების შემდეგ ფრეს მიაღწია ისლანდიაში.

ყველაზე საინტერესო სლოვენიისა და უნგრეთის თამაში გამოდგა. უნგრეთმა პირველი მატჩი 3 ბურთით მოუგო წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასულ მეტოქეს, ხოლო სტუმრად პირველი ტაიმის შემდეგ ჯამური უპირატესობა კიდევ სამი ბურთით გაზარდა (16:13). დასრულებამდე 8 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, ხოლო დარჩენილ დროში სლოვენიამ 6 უპასუხო გოლი გაიტანა, მათ შორის 2 – რიცხობრივ ნაკლებობაში – 32:26.

ამგვარად, 2015 წლის იანვარში დანიშნული ტურნირის 21 მონაწილე უკვე გამოვლენილია. ევროპული პლეიოფის 9 გამარჯვებულის გარდა ესენი არიან: ყატარი (მასპინძელი), ესპანეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ავსტრალია (ოკეანიის ჩემპიონი) და 3-3 საუკეთესო გუნდი კონტინენტების ჩემპიონატებიდან: საფრანგეთი, დანია, ხორვატია (ევროპა), ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე (აფრიკა), ბაჰრეინი, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები (აზია). 3 ფინალისტი გამოვლინდება პანამერიკულ ჩემპიონატზე, რომელიც 22-29 ივნისს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები. შესარჩევი ტურნირი

ევროპა. პლეიოფი. მეორე წრე. 15 ივნისი

შვედეთი – რუმინეთი 27:21 (25:24)

ბელარუსი – მონტენეგრო 30:24 (27:28)

სლოვენია – უნგრეთი 32:26 (22:25)

ისლანდია – ბოსნია 29:29 (32:33)

მაკედონია – საბერძნეთი 35:23 (27:25)

14 ივნისი

ლიტვა – რუსეთი 22:33 (22:30)

გერმანია – პოლონეთი 28:29 (24:25)

ნორვეგია – ავსტრია 28:28 (26:28)

ჩეხეთი – სერბეთი 33:21 (15: 23)

ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. შესარჩევი ტურნირი

15 ივნისი

1 ჯგუფი. დანია – ლიტვა 35:27, უკრაინა – ავსტრია 33:24

დანია 12 ქულა, უკრაინა 6 / ავსტრია 6, ლიტვა 0

2 ჯგუფი. ისლანდია – სლოვაკეთი 30:28, საფრანგეთი – ფინეთი 36:13

საფრანგეთი 11, სლოვაკეთი 7 / ისლანდია 6, ფინეთი 0

3 ჯგუფი. მონტენეგრო – პორტუგალია 22:22

მონტენეგრო 11, პოლონეთი 6 / ჩეხეთი 6, პორტუგალია 1

4 ჯგუფი. ჰოლანდია – თურქეთი 37:21

ესპანეთი 10, ჰოლანდია 10 / თურქეთი 4, იტალია 0

5 ჯგუფი. შვედეთი – შვეიცარია 36:17, სერბეთი – სლოვენია 32:25

შვედეთი 10, სერბეთი 8 / სლოვენია 6, შვეიცარია 0

6 ჯგუფი. რუმინეთი – ბელარუსი 32:20

ნორვეგია 8, რუმინეთი 4 / ბელარუსი 0

7 ჯგუფი. გერმანია 6, რუსეთი 6 / მაკედონია 0

ფოტო: სლოვენია-უნგრეთი

Leave a Reply