13/10/15 გაიმართა ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა

13 ოქტომბერს გაიმართა საქართველო ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც გაიხილეს 5 საკითხი.

 

1.ეროვნული ნაკრების მწრთნელად დაინიშნა ლევან გელაშვილი. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში 5-7 ნოემბერს, ნაკრები თელ-ავივში ეთამაშება მასპინძელ ისრაელს, ესტონეთსა და პორტუგალიას. კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. შესარჩევ ტურნირზე გელაშვილის თანაშემწე იქნება გიორგი გვაზავა, რომელიც გოგონათა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

2. გადაწყდა, რომ ახალგაზრდული, 1996-97 წლებში დაბადებულთ ნაკრებ ის მწვრთნელის თანამდებობაზე გამოცხადდება კონკურსი.

3. ეროვნული თასის გათამაშება უნდა დაიწყოს 19 აგვისტოს ახალ სახელბურთო არენაზე. ფინალური მატჩი გაიმართება მთავარ არენაზე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით.

4. სახელბურთო კლუბი სამტრედია, სამწუხაროდ, ვერ ითამაშებს ჩელენჯ კაპზე. ქართულ კლუბს მეტოქედ ერგო სახელბურთო კლუბი კოსოვა. საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა კოსოვოსთან, ამიტომაც საქართველოს საგარეო საქმეთ სამონისტრომ რეკომენდაცია მისცა ხელბურთის ფედერაციას, რათა თამაშზე უარი ეთქვა.

5. ხელბურთის პოპულარიზაციისთვის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება სილკ-ტივის არხთან, რათა რეგულარულად იქნეს ნაჩვენები მთავარი საერთაშორისო შეჯიბრებები – 2015 წლის დეკემბერში – ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ოთხეულის მატჩები, 2016 წლის იანვარში – კაცთა ევროპის ჩემპიონატი და თებერვლიდან – ჩემპიონთა ლიგა.

6. 2016 წელს თბილისში გაიმართება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თვრამეტწლამდელთა შორის . ფედერაციაშ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტურნირის საორგანიზაციო საკითხების მოსამზადებლად: გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე (ხელმძღვანელი), პრეზიდიუმის წევრი თამაზ თევზაძე და სპორტული მენეჯერი მამუკა ჩიხლაძე.

Leave a Reply