12/01/14 საპლეიოფო ხუთეული გამოვლინდა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ბოლო დღეს ლიტვამ დაამარცხა თურქეთი – 32:26.

ლიტველებს პლეიოფის საგზური ისედაც განაღდებული ჰქონდათ ფინეთში საქართველოს ნაკრების მარცხის შემდეგ. ლიტვის გარდა პლეიოფში გავიდნენ ბოსნია, რუმინეთი, სლოვენია და საბერძნეთი. ამ ხუთეულს დაემატება გერმანია და 12 გუნდი ამჟამად მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან – ისინი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავლენ. წილისყრა 26 იანვარს გაიმართება. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის 9 საგზურს გაითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში. ჩვენებმა მოიგეს სამივე საშინაო თამაში, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა. შესარჩევი ტურნირის ბომბარდირთა შორის მესამე იყო რატი მსხვილიძე, რომელმაც 42 გოლი გაიტანა. მას აჯობეს მხოლოდ ებრაელმა ხენ პომერანცმა (56) და სლოვენიელმა დრაგან გაიჩმა (46).

ბოლო დღეს ყველაზე საინტერესო იყო სწორედ სლოვენიისა და უკრაინის მატჩი. ბოლო ტურის წინ უკრაინა 1 ქულით წინ იყო, მაგრამ საკუთრ მოედანზე სლოვენიამ გაიმარჯვა – 35:23. სლოვაკეთმა 27:25 მოუგო რუმინეთს და ქულებით დაეწია, მაგრამ პირველი მატჩი 24:32 ჰქონდა წაგებული და მეორე ადგილზე დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური.

1 ჯგუფი. ლიტვა – თურქეთი 32:26

ლიტვა 9 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4

30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23

4 იანვარი. ლიტვა – ფინეთი 24:23. 5 იანვარი. საქართველო – თურქეთი 33:26

8 იანვარი. საქართველო – ლიტვა 26:23, თურქეთი – ფინეთი 25:19

11 იანვარი. ფინეთი – საქართველო 36:24. 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი 32:26

2 ჯგუფი

სლოვაკეთი – რუმინეთი 27:25, იტალია – კვიპროსი 34:28

რუმინეთი 10 /(32:24, 25:27) / სლოვაკეთი 10, იტალია 4, კვიპროსი 0

3 ჯგუფი

სლოვენია – უკრაინა 35:23, ლუქსემბურგი – შვეიცარია 23:28

სლოვენია 10 / უკრაინა 9, შვეიცარია 5, ლუქსემბურგი 0

4 ჯგუფი

ბელგია – საბერძნეთი 30:30, ჰოლანდია – ისრაელი 34:24

საბერძნეთი 7 / ჰოლანდია 6, ისრაელი 6, ბელგია 5

5 ჯგუფი

ესტონეთი – ლატვია 32:30, პორტუგალია – ბოსნია 27:26

ბოსნია 10 / პორტუგალია 8, ლატვია 4 , ესტონეთი 2

Leave a Reply