12/01/14 მაკედონიამ ბოლოში გაგვტეხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე. მესამე მატჩი ქართველებმა მაკედონიასთან წააგეს – 24:29.

ტაიმი მაკედონიამ 15:14 მოიგო, მაგრამ მე-40 წუთისთვის წინ უკვე ქართველები იყვნენ – 19:16. ასეთი შედეგის შემთხვევაში საქართველო, ჰოლანდია და მაკედონია 2-2 ქულას აგროვებდნენ და ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი სხვაობით ფინალურ ეტაპზე ჰოლანდია გადიოდა.

ამ დროისთვის თემურ ორჯონიკიძეს უკვე 9 გოლი ჰქონდა გატანილი. მაკედონიელებმა ის პერსონალურად აიყვანეს, ჩვენები, კი რომელთაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვთ, დაიღალნენ. მეტოქე ხუთგოლიანი სპურტის შემდეგ 21:16 დაწინაურდა და საქმე ბოლომდეც მიიყვანა – 29:24.

ხორვატიამ 32:18 დამარცხა ჰოლანდია და სამი მოგებით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე მაკედონია გავიდა – ორივე გუნდმა მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური. თემურ ორჯონიკიძე 3 თამაშში გატანილი 28 გოლით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე გავიდა მთელ შესარჩევ ტურნირზე, რომელშიც 9 ჯგუფად დაყოფილი 34 ქვეყანა მონაწილეობდა.

ფინალისტები გახდნენ: გერმანია, უნგრეთი; შვედეთი, ისლანდია; საფრანგეთი, დანია; ესპანეთი, ჩეხეთი; შვეიცარია, რუსეთი; ხორვატია, მაკედონია; სერბეთი; რუმინეთი; ბელარუსი. ამ 15 გუნდს დაემატება მასპინძელი, პოლონეთი. ფინალური ტურნირი აგვისტოში გაიმართება,

ევროპის 18წ ჩემპიონატი 2014, კაცები. კვალიფიკაცია.

6 ჯგუფი. უმაგი, ხორვატია. 12 იანვარი.

ხორვატია – ჰოლანდია 32:18

საქართველო – მაკედონია 24:29

საქ: ცინცაძე, ნარსია – ორჯონიკიძე 19/12, გოგოლაძე 4/3, ხაჟომია 4/3, ცხვარაშვილი 12/3, გიორგაძე 3/1, დოლმაზაშვილი 1/1, აბჟანდაძე 3/1, ბაძაღუა 1/0, დემეტრაშვილი, კოხრეიძე, დიხამინჯია, ნაზღაიძე – ორწუთიანები 3, პენალტები 1/1 – მწვრთნელი ტიტე კალანდაძე

მაკ: კიზიკი, ბლაჟევსკი – ტალევსკი 9, კრსტევსკი 6, პალევსკი 6, ველკოვსკი 5, დავიტკოვსკი 1, ონჩევი 1, ბოშკოვსკი 1, გროზანოვსკი, ტრაიანოვი, დიმოვსკი, პოპოვსკი, სტავრიდისი, დანილოვსკი, კრსტანოვსკი – ორწუთიანები 6. პენალტები 1/1

მსაჯები: ბორის მანდაკი, მარიო რუდინსკი (სლკ)

ხორვატია 6, მაკედონია 4 / ჰოლანდია 2, საქართველო 0

10 იანვარი. ჰოლანდია – საქართველო 36:26, ხორვატია მაკედონია 26:18

11 იანვარი. მაკედონია – ჰოლანდია 20:19, ხორვატია – საქართველო 44:14

12 იანვარი, ხორვატია – ჰოლანდია 32:18, საქართველო – მაკედონია 24:29

ფინალი (16 გუნდი): 14-24 აგვისტო, პოლონეთში

Leave a Reply