11/01/14 ლევან გელაშვილი სამწვრთნელო კურსებზე გაემგზავრა

დანიაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ მწვრთნელთა კურსებზე გაემგზავრა კლუბ პეგასის მწვრთნელი ლევან გელაშვილი.

სემინარი 12-18 ივნისს გაიმართება ქალაქ სილკებორგში. მონაწილეები ქალაქ ორჰუსში, ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებსაც დაესწრებიან.

მწვრთნელთა კურსები იმართება „რინკის კონვენციის“ ფარგლებში. კონვენციას ხელი 2000 წელს მოეწერა 6 დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, შემდგომში კი მონაწილეთა რიცხვი 33 ქვეყნამდე გაიზარდა. 2014 წელს ამ შეთნხმების ფარგლებში 3 კონფერენციაა დაგეგმილი – პირველი ნაწილი სილკებორგში იმართება, მეორე – ივნის-ივლისში, ხოლო მესამე რაუნდი დეკემბერში, ავსტრიასა და ხორვატიაში დანიშნულ ევროპის ქალთა ჩემპიონატს ემთხვევა.

ის, ვინც სამივე კურსს წარმატებით გაივლის, მიიღებს ევროპის ხელბურეთის ფედერაციის პროფესიულ სამწვრთნელო ლიცენზიას.

Leave a Reply